Share to: share facebook share twitter share wa share telegram print page

251 Menlove Avenue

მენდიპსი - სახლი, სადაც ბავშვობაში ცხოვრობდა ჯონ ლენონი

მენლავ ავენიუ 251 (ინგლ. 251 Menlove Avenue), ცნობილი მენდიპსის სახელით, იყო სახლი, სადაც ჯგუფ The Beatles-ის სოლისტმა, კომპოზიტორმა და მუსიკოსმა ჯონ ლენონმა ბავშვობა გაატარა და რომელიც დღეს დაცულია ეროვნული ფონდის მიერ.

მენდიპსი წარმოადგენს ინგლისში, ლივერპულის სამხრეთით მდებარე ვულტონის დასახლებაში, 1930-იან წლებში აშენებულ კერძო საკუთრებას, რომლის მფლობელებიც იყვნენ ლენონის დეიდა მიმი და მისი მეუღლე ჯორჯ სმითი. მათ ლენონი ხუთი წლის ასაკში მას შემდეგ აიყვანეს აღსაზრდელად, რაც ლენონის დედა ჯულია თავის შეყვარებულთან ერთად სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად. ჯულია თვლიდა, რომ თავისი უფროსი და მიმი და სიძე ჯორჯი, რომელთაც საკუთარი შვილები არ გააჩნდათ, მშობლიურ მზრუნველობას არ მოაკლებნენ მოზარდ ჯონს. ეს შემდგომში გამართლდა კიდეც, ვინაიდან მიმი თავად იყო მოწადინებული ეშვილა ჯონი. მენდიპსში ლენონმა მთელი თავისი ბავშვობა და სიჭაბუკე გაატარა, აქ წერდა ის თავის პირველ ლექსებსა და მოთხრობებს და აქ აფორმებდა ალბომებს ნახატებითა და კარიკატურებით. ლენონი აქ 1963 წლის ზაფხულამდე ცხოვრობდა, იქამდე, სანამ უკვე წარმატებულ მუსიკოსს არ შეუსრულდა 22 წელი.

ნაციონალურმა ფონდმა პოლ მაკ-კარტნის ბავშვობის სახლის საპირისპიროდ დაინტერესება არ გამოიჩინა შეესყიდა მენდიპსის კერძო საკუთრება მხოლოდ იმ მოტივით, რომ მენდიპსში პოლ მაკ-კარტნის სახლისაგან განსხვავებით არ შექმნილა "The Beatles-ის" არც ერთი სიმღერა. საბოლოოდ ლენონის ქვრივმა იოკო ონომ თავად შეისყიდა მენდიპსი და შემდეგ იგი საჩუქრად გადასცა ნაციონალურ ფონდს. ხანგრძლივი რესტავრაციული სამუშაოების შემდეგ, რაც მიზნად ისახავდა სახლს 1950-იანი წლების დროინდელი იერი დაბრუნებოდა, მინდიპსი გაიხსნა საზოგადოებისთვის და ეს მოხდა 2003 წლის 27 მარტს.

მოზარდი ჯონ ლენონი მენდიპსის ჭიშკართან

„როდესაც ჯონის სახლის გაყიდვაზე მიდგა საქმე, მე სურვილი გამიჩნდა შემენახა იგი ლივერპულელი ხალხის, ჯონ ლენონისა და მთელ მსოფლიოში "The Beatles-ის" თაყვანისმცემლებისთვის“ - განაცხადა იოკო ონომ {Associated Press, 2003 წლის 14 თებერვალი}.

დღესდღეობით მენლავ ავენიუ 251 ანუ მენდიპსი მთელი მსოფლიოს ბითლომან და ჯონ ლენონის შემოქმედების თაყვანისმცემელ პილიგრიმთა ნაკადებს მასპინძლობს.

პოპ კულტურაში

  • ეს სახლი გამოსახულია ჯგუფ Oasis-ის სინგლის „Live Forever“ გარეკანზე.
  • Menlove Ave. ეწოდება ალბომს, რომელიც გამოიცა 1986 წელს ჯონ ლენონის გარდაცვალების შემდეგ იოკო ონოს ხელმძღვანელობით.

იხილეთ აგრეთვე

  • 9 Newcastle Road - ჯონ ლენონის პირველი სახლი
  • 20 Forthlin Road - პოლ მაკ-კარტნის ბავშვობის სახლი

რესურსები ინტერნეტში

Kembali kehalaman sebelumnya