The Division Bell — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის 1994 წლის ტურნე, უკანასკნელი მის ისტორიაში. იგი ჩატარდა ახალი ალბომის The Division Bell მხარდასაჭერად. ტურნე დასრულდა 1994 წლის 29 ოქტომბერს, ერლს კორტის საგამოფენო ცენტრში 14 საღამოს განმავლობაში გამართული კონცერტებით.
ისტორია
The Division Bell Tour იქცა თავისი დროის საკონცერტო ტურებს შორის ყველაზე შემოსავლიან მოვლენად. ერლს კონცერტის შოუებზე 1975 წლიდან ჯგუფი პირველად უკრავდა სრული სახით ალბომს The Dark Side of the Moon.
კონცერტებზე გამოიყენებოდა წინა ტურთან შედარებით უფრო შთაბმეჭდავი სპეციალური ეფექტები. სცენა იყო 55 მეტრის სიგრძის და ზევიდან ერთვოდა 40 მეტრიანი თაღი. სასცენო და მუსიკალური ეკიპირების გადაზიდვას დასჭირდა 53 სატვირთო მანქანა, 161 კაციანი პერსონალი და 4 მილიონი აშშ დოლარი, რასაც ემატებოდა შოუს დადგმის ღირებულება - 25 მილიონი აშშ დოლარი. ტურნე გაიმართა 68 ქალაქში, 5.5 მილიონი მაყურებლის თანდასწრებით. ყოველ კონცერტს საშუალოდ, 45.000 მსმენელი ესწრებოდა. წლის ბოლოს Division Bell Tour დასახელდა მუსიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ტურად, რომლის შემოსავალი დაახლოებით 250 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ როლინგ სტოუნის მიერ იმავე წელს გამართული იქნა Voodoo Lounge Tour (რომელიც ისევე, როგორც პინკ ფლოიდის ტურნე, კომპანიის Volkswagen მიერ იქნა დაფინანსებული), Division Bell Tour მილიონობით მსმენელისათვის დაუვიწყარ მოვლენად იქცა. ერლს კორტის კონცერტები აღიბეჭდა საკონცერტო ალბომისა და ფილმის სახით. 29 ოქტომბრის გამოსვლა იყო ჯგუფის უკანასკნელი შოუ, 2005 წლის 2 ივლისს როჯერ უოტერსთან ერთად 18 წუთიან კონცერტამდე, რომელიც მარათონის Live 8 ფარგლებში შედგა.
პერსონალი
- პინკ ფლოიდი
- დამატებითი მუსიკოსები
სეტლისტი
აქ წარმოდგენილია 1994 წლის ტურნეში შესრულებული სიმღერების ტიპური სიები. პირველი სრულდებოდა მთლიანი ტურნეს განმავლობაში, ხოლო მეორე მას დრო და დრო, 15 ივლისიდან მოყოლებული ენაცვლებოდა.
- სეტლისტი 1
- სეტლისტი 2
პირველი განყოფილება:
- Shine On You Crazy Diamond (ნაწილები 1-5 და 7)
- Learning to Fly
- High Hopes (4 სექტემბერს ჩაენაცვლა Wish You Were Here)
- Take It Back (19 ოქტომბერს ჩაენაცვლა Lost for Words)
- Coming Back to Life (19 ოქტომბერს ჩაენაცვლა A Great Day for Freedom)
- Sorrow
- Keep Talking
- Another Brick in the Wall (Part 2)
- One of These Days
ბისზე:
- Wish You Were Here (4 სექტემბერს ჩაენაცვლა High Hopes)
- Comfortably Numb
- Run Like Hell
|
მეორე განყოფილება:
The Dark Side of the Moon
- Speak to Me
- Breathe
- On the Run
- Time
- The Great Gig in the Sky
- Money
- Us and Them
- Any Colour You Like
- Brain Damage
- Eclipse
|
- ტურნეს მსვლელობისას იშვიათად სრულდებოდა
- One Slip (მხოლოდ 1994 წლის 22 აპრილს, ოკლენდში, კალიფორნია. დაუკრეს The Great Gig in the Sky-ს და Us and Them-ს შორის; ამავე კონცერტზე Wish You Were Here დაუკრეს Us and Them-ის შემდეგ)
- Marooned (დაუკრეს მხოლოდ 1994 წლის 29 და 30 აგვისტოს ოსლოში, ნორვეგია, Run Like Hell-ამდე)
რესურსები ინტერნეტში
|
---|
| | | სტუდიური ალბომები | |
---|
| საკონცერტო ალბომები | |
---|
| კომპილაციები | |
---|
| EP-ები | |
---|
| ბოქს-სეტები | |
---|
| საუნდტრეკები | |
---|
| სინგლები | |
---|
| ფილმები |
კონცერტები | |
---|
| მხატვრული | |
---|
| დოკუმენტური | |
---|
|
---|
| ტურნეები | |
---|
| სიები | |
---|
| დაკავშირებული მედია და პროექტები | |
---|
| დაკავშირებული თემები | |
---|
| |
|