AEG

AEG (გერმ. Allgemeine Elektricitäts Gesellschaft — ქართ. საყოველთაო ელექტრო კომპანი…

AEG
Allgemeine Elektrizitäts-Gesellschaft
ტიპი სააქციო საზოგადოება
დაფუძნდა 27 მაისი 1887
სათავო ოფისი ფრანკფურტი, გერმანიის დროშა გერმანია
მმართველი
ემილ რატენაუ
პროდუქცია ელექტრო გენერატორები და ელექტრო გადამცემები
ტელეკომუნიკაციები (ტელეფონები და მობილური ტელეფონები)
მანქანათმშენებლობა (ავტომობილები)
საყოფაცხოვრებო ტექნიკა
პირადი ჰიგიენა
ჩარხები
პროექტორები
შემოსავალი DM 12.5 მილიარდი (1995)
საიტი aeg.com

AEG (გერმ. Allgemeine Elektricitäts Gesellschaft — ქართ. საყოველთაო ელექტრო კომპანია) — გერმანული კომპანია. სპეციალიზებული ელექტროენერგეტიკაში, მანქანათმშენებლობასა და საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის დარგში. დაარსდა ბერლინში 1887 წელს ემილ რატენაუს მიერ. კომპანიის შტაბ-ბინა მდებარეობს ფრანკფურტში. AEG ერთ-ერთი უმსხვილესი იარაღის მწარმოებლები კომპანია იყო პირველი მსოფლიო ომის დროს.

ემილ რატენაუ AEG-ს დამაარსებელი

ქრონიკა

კომპანიამ 1887 წელს პირველი პროდუქტი ელექტრო ნათურა გამოუშვა, რომლის პატენტიც შეისყიდა ამერიკელი გამომგონებელი თომას ედისონისაგან. 1898 წელს კომპანიამ გამოუშვა პირველი ტრანსპორტირებადი საბურღი მოწყობილობა, დრელი. 1907 წელს AEG-ის სამხატვრო კონსულტანტად დაინიშნა პიტერ ბერენსი, რითაც იგი გახდა მსოფლიოში პირველი სამრეწველო დიზაინერი. AEG-მა 1938 წელს წარმოადგინა მისი პირველი ელმავალი ხოლო 1958 წელს შექმნა პირველი სრულად ავტომატიზირებული სარეცხი მანქანა LAVAMAT. 1976 წელს ბაზარზე წარადგინა პირველი სრულად ელექტრონული ღუმელი. კომპანიამ 1994 წელს გამოიყენა LCD საინფორმაციო სისტემები რკინიგზის სადგურებში, აეროპორტებსა და ავტობუსებში, თუმცა 1970 წლიდან იყენებდა ამ ტექნოლოგიებს. AEG 2004 წელს გაერთიანდა შვედური კომპანია Electrolux-ის ჯგუფში.[1]

სქოლიო

  1. AEG ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-09. ციტირების თარიღი: 2015-01-16.

Content Disclaimer

Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.

  1. The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
  2. There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
  3. It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
  4. Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
  5. Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.