BP

BP plc (ოფიციალური სტილი BP p.l.c., ყოფილი The British Petroleum Company plc და BP Amoco plc ) – ბრიტა…

BP
BP plc
ტიპი საჯარო შეზღუდული კომპანია (Public limited company)
იყიდება როგორც
ISIN GB0007980591
დარგი ნავთობი და გაზი
წინამორბედი
დაფუძნდა 14 აპრილი, 1909 (1909-04-14) (როგორც ანგლო-სპარსული ნავთობ კომპანია)
16 დეკემბერი, 1954; 71 წლის წინ (1954-12-16) (როგორც British Petroleum)
დამაარსებელი უილიამ ნოქს დ'არსი
ჩარლზ გრინვეი
სათავო ოფისი ლონდონი, ინგლისი
მოცული ტერიტორია
მსოფლიო
მმართველები
პროდუქცია
გამოშვებული პროდუქცია
3,7 კილობარელი/დღეში (590×1033/დღე) ნავთობის ექვივალენტი ბარელი (2018)[1]
ბრენდები
შემოსავალი $164,19 მილიარდი (2021) [2]
მთლიანი შემოსავალი $18,08 მილიარდი (2021) [2]
სუფთა მოგება $8,49 მილიარდი (2021) [2]
აქტივები სულ $287,27 მილიარდი (2021) [2]
თანამშრომელი 60 000 (2021) [3]
საიტი bp.com (საერთაშორისო)
bp.com/georgia (BP საქართველო)

BP plc (ოფიციალური სტილი BP p.l.c., ყოფილი The British Petroleum Company plc და BP Amoco plc ) – ბრიტანული მრავალეროვნული ნავთობისა და ბუნებრივი აირის კომპანია, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ლონდონში, ინგლისში. ის მსოფლიოს შვიდი უდიდესი ნავთობისა და ბუნებრივი აირის კომპანიიდან ერთ-ერთია.[4] ის არის ვერტიკალურად ინტეგრირებული კომპანია, რომელიც მუშაობს ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის ყველა სფეროში, მათ შორის ძიებისა და მოპოვების, გადამუშავების, დისტრიბუციისა და მარკეტინგის, ელექტროენერგიის გამომუშავებისა და ვაჭრობის ჩათვლით.

BP-ის წარმოშობა თარიღდება 1908 წელს ანგლო-სპარსული ნავთობის კომპანიის დაარსებით, რომელიც დაარსდა როგორც Burmah Oil Company- ის შვილობილი კომპანია ირანში აღმოჩენილი ნავთობის გამოსაყენებლად. 1935 წელს იგი გახდა ანგლო-ირანული ნავთობკომპანია და 1954 წელს მიიღო სახელი British Petroleum.[5][6] 1959 წელს კომპანია გაფართოვდა ახლო აღმოსავლეთის ფარგლებს გარეთ ალასკამდე . British Petroleum-მა 1978 წელს Standard Oil of Ohio-ს საკონტროლო პაკეტი მოიპოვა. ბრიტანეთის მთავროამ, რომელიც ადრე კომპანიის უმრავლეს წილს ფლობდა, მისი პრივატიზაცია ეტაპობრივად, 1979-1987 წლებში მოახდინა. 1998 წელს British Petroleum Amoco- სთან გაერთიანდა და გახდა BP Amoco plc. 2000 წელს კომპანიამ ARCO და Burmah Castrol შეიძინა. 2001 წელს კომპანიამ კვლავ შეიცვალა სახელი და BP plc გახდა. 2003 წლიდან 2013 წლამდე BP რუსეთში, ერთობლივი საწარმო TNK-BP-ს პარტნიორი იყო.

2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, BP ოპერირებდა მსოფლიოს თითქმის 80 ქვეყანაში, აწარმოებდა დაახლოებით 3,7 მილიონ ბარელს დღეში (590 000 მ3/დღეში) და ჰქონდა 19 945 მილიარდი ბარელის (3.1710×1093) ეკვივალენტი ნავთობი დადასტურებული მარაგის სახით.[1] კომპანიას აქვს დაახლოებით 18 700 ბენზინგასამართი სადგური მთელს მსოფლიოში. მისი უდიდესი განყოფილებაა BP America შეერთებულ შტატებში. 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, BP მ განაცხადა, რომ გაყიდიდა ნახშირწყალბადების მარაგებითა და წარმოებით მსოფლიოში უმსხვილესი ნავთობისა და გაზის საჯარო ვაჭრობის რუსული კომპანია Rosneft- ის 19,75%-იან წილს.[7][8] ერთ-ერთი შეფასებით, BP არის მსოფლიოში 357-ე უდიდესი საჯარო კომპანია.[9]

2019 წლის აგვისტოში BP-მ გადაწყვიტა ალიასკაში მდებარე საბადოსა და ტრანსალიასკის ნავთობსადენში საკუთარი 26%-იანი წილი ტეხასში დაფუძნებული კერძო კომპანია Hilcorp Energy-ისთვის 5.6 მილიარდ დოლარად გაეყიდა. BP პრუდჰო ბეის საბადოს ოპერატორი იყო და 1977 წლიდან დაახლოებით 13 მილიარდი ბარელი ნავთობი მოიპოვა; დარჩენილი მარაგები დაახლოებით 1 მილიარდ ბარელად იყო შეფასებული. საბადოზე დღიური წარმოება 74,000 ბარელს შეადგენდა, ხოლო კომპანიას ალიასკაში დაახლოებით 1,600 თანამშრომელი ჰყავდა.[10]

2020 წელს BP-მ საკუთარი ნავთობქიმიური განყოფილება, რომელიც 14 ქარხანაში წილებს და წელიწადში დაახლოებით 10 მილიონი ტონის საერთო საწარმოო სიმძლავრეს მოიცავდა, კომპანია INEOS-ს 5 მილიარდ დოლარად მიჰყიდა.[11]

2022 წელს BP-მ ტეხასში დაფუძნებული კომპანია Archaea Energy 4.1 მილიარდ დოლარად შეიძინა. კომპანიას შეერთებულ შტატებში ბიოგაზის წარმოების 50 ობიექტი ჰქონდა.[12]

2023 წელს BP-მ სატვირთო სადგურების ქსელი TravelCenters of America 1.3 მილიარდ დოლარად შეიძინა.[13]

2025 წლის დეკემბერში საავტომობილო ზეთების მწარმოებელი კომპანია Castrol-ის 60%-იანი წილი საინვესტიციო ფირმა Stonepeak-ზე 6 მილიარდ დოლარად გაიყიდა.[14]

BP-ს აქციები ძირითადად დალისტულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე და შედის FTSE 100 ინდექსში.

საქმიანობის არეალი

რუსეთი

2011 წლის იანვარში BP-მ და რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია როსნეფტმა განაცხადეს ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ, რომელიც კარის ზღვაში ნავთობისა და გაზის ოფშორული საბადოების განვითარებას ითვალისწინებდა. კომპანიები ასევე შეთანხმდნენ აქციების გაცვლაზე: Rosneft BP-ის აქციების 5%-ს მიიღებდა, ხოლო BP — Rosneft-ის 9.5%-იან წილს. გარიგებას განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. Barclays-მა მას პარტნიორებს შორის ნდობის გამოხატულება უწოდა, თუმცა კრიტიკოსებმა გარიგების კანონიერებაზე ეჭვი გამოთქვეს. TNK-BP-ის რუსმა თანამფლობელებმა, მათ შორის Alfa Group-მა და Renova-მა, ლონდონის სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. შედეგად, 2011 წლის მაისში გარიგება გაუქმდა, ხოლო 2013 წელს როსნეფტმა TNK-BP მთლიანად შეიძინა.[15][16]

2012 წლიდან BP როსნეფტის აქციების 19.75%-ს ფლობდა და რამდენიმე ერთობლივ პროექტშიც მონაწილეობდა. 2018 წელს როსნეფტის ნავთობის წარმოებაში BP-ის წილი დღეში დაახლოებით 923,000 ბარელს შეადგენდა.[17]

2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, BP-მ რუსული აქტივების გაყიდვა დაიწყო, რამაც 25.5 მილიარდი დოლარის სააღრიცხვო ზარალი გამოიწვია. მიუხედავად ამისა, კომპანიამ გარკვეული პროექტები და ავტოგასამართი სადგურების ქსელი რუსეთში შეინარჩუნა. BP-ის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, მას კვლავ ჰქონდა წილები რამდენიმე რუსულ საწარმოში.[18][19]

აზერბაიჯანი

BP-მ ბაქოში პირველი ოფისი 1992 წლის ივნისში გახსნა. 1994 წლის სექტემბერში BP-მ, SOCAR-მა, აზერბაიჯანის მთავრობამ და კიდევ 11 საერთაშორისო კომპანიამ ხელი მოაწერეს ე.წ. „საუკუნის კონტრაქტს“, რომელიც კასპიის ზღვაში აზერის, ჩირაგისა და ღრმაწყლოვანი გიუნაშლის საბადოების ერთობლივ განვითარებას ითვალისწინებდა.[20]

თავდაპირველად შეთანხმება 2024 წლამდე იყო გათვლილი, თუმცა 2050 წლამდე გაგრძელდა. განახლებული პირობებით SOCAR-ის წილი 25%-მდე გაიზარდა, ხოლო BP-ის წილი 30.37% დარჩა; კომპანია კვლავ პროექტის ოპერატორია.[21]

ნახშირწყალბადების ექსპორტისთვის შეიქმნა ინფრასტრუქტურული ქსელი, რომელიც ცნობილია როგორც სამხრეთის გაზის დერეფანი. ის მოიცავს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს, სამხრეთ კავკასიის გაზსადენს, ტრანსანატოლიურ მილსადენსა და ტრანსადრიატიკულ მილსადენს, რომელიც შაჰ-დენიზის საბადოს იტალიასთან საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით აკავშირებს. სისტემის ნაწილს წარმოადგენს ასევე სანგაჩალის ტერმინალი.[20][22]

საქართველო

BP საქართველოში 1996 წელს შევიდა, როდესაც დაიწყო აზერი-ჩირაგ-გიუნაშლის საბადოების განვითარების ფარგლებში „ადრეული ნავთობის პროექტის“ განხორციელება. ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენი, რომელიც ბაქოდან საქართველოს გავლით შავი ზღვის პორტ სუფსამდე მიემართება. სუფსის ტერმინალი 1999 წლის აპრილში გაიხსნა, როდესაც ტერმინალიდან ნავთობით დატვირთული პირველი ტანკერი გავიდა. პროექტის ფარგლებში მრავალი ქართველი დასაქმდა, ხოლო მილსადენის მშენებლობისთვის დროებით გამოყენებული მიწების მფლობელებს კომპენსაციები გადაეცათ.[23]

დღეს BP საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი უცხოელი ინვესტორია. კომპანიამ ქვეყანაში ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებში 4 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. BP და მისი პარტნიორები საქართველოში აქტიურად ახორციელებენ სოციალურ პროგრამებსაც. ეს პროექტები მოიცავს განათლების, ადგილობრივი მოსახლეობის უნარების განვითარების, მცირე ბიზნესის მხარდაჭერის, სოციალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და სპორტის ხელშეწყობის მიმართულებებს.

2024 წელს BP-მ და პარტნიორებმა საქართველოში სოციალური ინვესტიციების პროგრამებზე დაახლოებით 550,000 აშშ დოლარი დახარჯეს, ხოლო დამატებით 120,000 დოლარი სხვადასხვა სასპონსორო და საგანმანათლებლო პროექტს მოხმარდა. 2025 წელს გაგრძელდა ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივები ბაქო–სუფსის, BTC-ისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენის გასწვრივ მდებარე რეგიონებში. ასევე დაფინანსდა გარემოსდაცვითი, ბიომრავალფეროვნებისა და განათლების სფეროს პროექტები, მათ შორის მედიის წარმომადგენლებისთვის ინგლისური ენის სასერტიფიკატო კურსები.[24][25]

ევროპა

ევროპაში BP-ის ნავთობისა და გაზის მოპოვება ძირითადად ჩრდილოეთისა და ნორვეგიის ზღვებში, გაერთიანებული სამეფოსა და ნორვეგიის ტერიტორიულ წყლებშია კონცენტრირებული. ერთ-ერთი უდიდესი საბადო შეტლანდიის კუნძულების მახლობლად მდებარეობს. ნორვეგიაში კომპანია საქმიანობს ერთობლივი საწარმოს Aker BP მეშვეობით, რომელშიც 15.9%-იან წილს ფლობს. 2017 წელს საწარმოს დღიური ნავთობის წარმოება 80,000 ბარელს, ხოლო ბუნებრივი აირის წარმოება 5 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენდა.

ჩრდილოეთი ამერიკა

ჩრდილოეთ ამერიკაში BP-ის ნავთობის მოპოვების მთავარი რეგიონი მექსიკის ყურეა, სადაც კომპანიას ხუთი საწარმოო ცენტრი და 300 ლიცენზირებული ბლოკი აქვს. მისი შვილობილი კომპანია BPx energy ტეხასსა და ლუიზიანაში ფიქლის ნავთობსა და გაზს აწარმოებს. კანადაში BP ფლობს ლიცენზიებს ლაბრადორისა და ნიუფაუნდლენდის შელფურ ბლოკებზე, თუმცა მათი განვითარება ჯერ არ დაწყებულა.

ლათინური ამერიკა

BP ოპერირებს Pan American Energy Group-ის მეშვეობით, რომელიც BP-ისა და არგენტინული Bridas Corporation-ის ერთობლივი საწარმოა. კომპანია საქმიანობს არგენტინაში, ბოლივიაში, მექსიკასა და ურუგვაიში. მექსიკაში BP ნავთობს აწარმოებს Saline Basin-ის საბადოზე Equinor-თან და TotalEnergies-თან თანამშრომლობით. ბრაზილიის ოფშორულ ზონაში კომპანია ღრმაწყლოვან კვლევასა და მოპოვებას სამ აუზში ახორციელებს. ტრინიდადსა და ტობაგოში BP ბუნებრივ აირსა და გაზის კონდენსატს ოფშორულ ბლოკებზე აწარმოებს, სადაც 14 პლატფორმას მართავს. კომპანიას ასევე 43%-იანი წილი აქვს Atlantic LNG-ის ქარხანაში, რომლის წლიური სიმძლავრე 12 მილიონ ტონას აღწევს.

აფრიკა

ანგოლის ოფშორში BP ნავთობსა და გაზს ერთობლივი საწარმოს Azule Energy მეშვეობით აწარმოებს, რომელიც Eni-თან თანაბარი წილებით არის შექმნილი. ანგოლაში კომპანია ასევე მონაწილეობს LNG-ის ქარხნის ოპერირებაში. ეგვიპტეში BP საქმიანობს ნილოსის დელტის რეგიონში, სადაც ქვეყნის ნავთობის წარმოების დაახლოებით 10%-სა და ბუნებრივი აირის წარმოების 40%-ს უზრუნველყოფს. სხვა პარტნიორებთან ერთად კომპანია ნავთობსა და გაზს ასევე ლიბიაში, მავრიტანიასა და სენეგალში აწარმოებს.

ლიტერატურა

შეკვეთით დაწერილი

(ქრონოლოგიური თანმიმდევრობით)

სქოლიო

  1. 1.0 1.1 BP (2019), pp. 2–3
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Annual Results 2021. BP. ციტირების თარიღი: 14 February 2022
  3. „Exclusive: BP offers employees shares in rallying cry for low-carbon shift“. Reuters. 17 February 2021. ციტირების თარიღი: 14 February 2022.
  4. Bergin, Tom (1 August 2008). „Oil majors' output growth hinges on strategy shift“. Reuters. ციტირების თარიღი: 15 March 2012.
  5. BP.com: History of BP – Post war. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 July 2010. ციტატა: „In 1954, the board changed the company's name to The British Petroleum Company“ ციტირების თარიღი: 3 July 2010
  6. Tharoor, Ishaan (2 June 2010). „A Brief History of BP“. Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 July 2010. ციტირების თარიღი: 3 July 2010. ციტატა: „In 1954, in an attempt perhaps to move beyond its image as a quasi-colonial enterprise, the company rebranded itself the British Petroleum Company“
  7. Overland, Indra; Godzimirski, Jakub; Lunden, Lars Petter; Fjaertoft, Daniel (2013). „Rosneft's offshore partnerships: the re-opening of the Russian petroleum frontier?“. Polar Record (ინგლისური). 49 (2): 140–153. doi:10.1017/S0032247412000137. ISSN 0032-2474.
  8. „ბრიტანული BP-ი რუსულ Rosneft-ში 20%-იან წილს ყიდის“. Formula News. 2022-02-27. ციტირების თარიღი: 2022-03-08.
  9. Forbes Global 2000. ციტირების თარიღი: 31 October 2020
  10. Bousso, Ron. „BP to quit Alaska after 60 years with $5.6 billion sale to Hilcorp“. U.S. (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2026-05-20.
  11. BP sells petrochemicals unit to INEOS for $5B EN-US (2020-06-29). ციტირების თარიღი: 2026-05-20
  12. Прасад, Анита. (2022-10-17) Нефтегазовый гигант British Petroleum покупает американского производителя биогаза Archaea за $4,1 млрд ru. ციტირების თარიღი: 2026-05-20
  13. Sale of TravelCenters of America to BP caps successful turnaround en-US (2023-05-15). ციტირების თარიღი: 2026-05-20
  14. Strydom, Martin. (2025-12-24) BP sells majority stake in Castrol for $6 billion to pay down debt en-GB. ციტირების თარიღი: 2026-05-20
  15. „Газета.Ru - Российские акционеры ТНК-ВР просят Лондонский суд остановить сделку ВР и Роснефти“. Газета.Ru. ციტირების თარიღი: 2026-05-20.
  16. Роснефть завершила сделку по покупке 100% ТНК-ВР. - Новости дня - PосБизнесКонсалтинг. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-13. ციტირების თარიღი: 2026-05-20
  17. UNITED STATES SECURITIES AND EXCHANGE COMMISSION
  18. Strasburg, Jenny. „BP to Take $25.5 Billion Hit From Russia Exit“. WSJ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2026-05-20.
  19. bp Annual Report and Form 20-F 2025
  20. 20.0 20.1 Şahdəniz | Əməliyyatlar və layihələr | BP Xəzər az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-01. ციტირების თარიღი: 2026-05-20
  21. Home en-AZ. ციტირების თარიღი: 2026-05-20
  22. Home az-AZ. ციტირების თარიღი: 2026-05-20
  23. ისტორია | ჩვენ შესახებ | მთავარი ka-GE. ციტირების თარიღი: 2026-05-20
  24. 2024 წლის შედეგები
  25. 2025 წლის შედეგები

Content Disclaimer

Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.

  1. The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
  2. There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
  3. It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
  4. Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
  5. Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.