Bleeding Me
Bleeding Me — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის მეექვსე სინგლი �…
| „Bleeding Me“ | ||||
|---|---|---|---|---|
|
| ||||
| სინგლი — მეტალიკა | ||||
| ალბომიდან Load | ||||
| B-მხარე | Bleeding Me (რადიოს ვერსია) | |||
| გამოსვლის თარიღი | 1997 | |||
| ჩაიწერა | 1995 წლის მაისი - 1996 წლის თებერვალი, სტუდიაში Plant Studios, საუსალიტო, კალიფორნია | |||
| ჟანრი | მძიმე მეტალი | |||
| ხანგრძლივობა | 8:18 | |||
| ხმისჩამწერი ლეიბლი | Elektra | |||
| ავტორ(ებ)ი |
ჯეიმზ ჰეტფილდი, ლარს ულრიხი, კირკ ჰემეტი | |||
| პროდიუსერი |
ბობ როკი, ჯეიმზ ჰეტფილდი, ლარს ულრიხი | |||
| მეტალიკა — სინგლების ქრონოლოგია | ||||
| ||||
| აუდიომაგალითი | ||||
|
yes | ||||
Bleeding Me — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის მეექვსე სინგლი და მეშვიდე სიმღერა მათივე 1996 წლის სტუდიური ალბომიდან Load.
სიმღერა კომერციული მიზნებისთვის არასოდეს გამოსულა როგორც სინგლი, თუმცა გამოვიდა პრომო სინგლი რადიოებისთვის შუა 1997 წელს. ამავე წელს მან მიაღწია მეექვსე ადგილს ჩარტში ცხელი მეინსტრიმული როკ ტრეკები. CD დისკზე წარმოდგენილია სიმღერის ორი ვერსია: პირველი - სტუდიური, ხოლო მეორე შემოკლებული (დაახლოებით 5-6 წუთი) სპეციალურად რადიოსთვის B-მხარეზე. ძირითადი განსხვავება ალბომისა და რადიოს ვერსიებს შორის არის სხვადასხვა ინსტრუმენტული პასაჟები და სიმღერის ბოლოს გიტარის სოლო.
საკონცერტო შესრულება
სიმღერა დროდადრო გამოჩნდებოდა ხოლმე ჯგუფის საკონცერტო სიმღერების სიაში, მათ შორის 1999 წლის კონცერტზე ბერკლის საზოგადოებრივ თეატრში სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, რომელიც ჩაიწერა და გამოიცა საკონცერტო ალბომად S&M.
სიმღერის მნიშვნელობა
არსებობს რამდენიმე ვარაუდი იმის თაობაზე, თუ რა ნიშნავს სიმღერის ტექსტი სინამდვილეში. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მოსაზრებები იმის შესახებ, სიმღერის ტექსტი „მავნე გატაცებებთან“ ბრძოლაზეა, ჯგუფის ყოფილი ბასისტი ჯეისონ ნიუსტედი მიიჩნევს, რომ იგი პიროვნებაზეა, რომელიც სულიერ წამებას განიცდის.[1]
მეტალიკის ლიდერმა ჯეიმზ ჰეტფილდმა 2001 წლის ინტერვიუში ჟურნალ ფლეიბოისთან განმარტა სიმღერის მნიშვნელობა:
ინტერვიუში Kerrang! TV-სთან ჰეტფილდმა დააფიქსირა თავისი მოსაზრება იმის შესახებ, თუ ჯგუფის დანარჩენი წევრები რას განიცდიდნენ მისი ტექსტისა და მის შესახებ:
დემო
სიმღერის დემო ვერსიასაც Bleeding Me ერქვა და ჩაიწერა იგი 1995 წლის 7 აპრილს ლარს ულრიხის სახლში მოწყობილ სტუდიაში ჰეტფილდისა და ულრიხის მიერ.
სიმღერების სია
- Bleeding Me (რედაქტირებული ვერსია) - 5:57
- Bleeding Me (სრული ვერსია) - 8:18
პერსონალი
- ჯეიმზ ჰეტფილდი – წამყვანი ვოკალი, რიტმული გიტარა
- კირკ ჰემეტი – წამყვანი გიტარა
- ჯეისონ ნიუსტედი – ბასი, დამატებითი ვოკალი
- ლარს ულრიხი – დასარტყმელი საკრავები
სქოლიო
- ↑ ჯეისონ ნიუსტედმა განმარტა, რომ სიმღერა პიროვნებაზეა, რომელიც სულიერ წამებას განიცდის.. Songfacts. ციტირების თარიღი: 2011-06-13.
რესურსები ინტერნეტში
- ინფორმაცია სიმღერაზე დაარქივებული 2010-07-17 საიტზე Wayback Machine.
- სიმღერის ტექსტი დაარქივებული 2011-12-02 საიტზე Wayback Machine.
Content Disclaimer
Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.
- The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
- There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
- It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
- Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
- Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.