Counter-Strike
Counter-Strike (შემოკლ. CS; ინგლ. კონტრშეტევა, საპასუხო-დარტყმა) — ე.წ. "პირ…
| Counter-Strike | |
|---|---|
|
| |
| დეველოპერ(ებ)ი | Valve L.L.C. |
| გამომცემელი |
Sierra Studios Valve Corporation (ციფრული) |
| სერია | Counter-Strike |
| ძრავა | GoldSrc |
| პლატფორმ(ებ)ი | Microsoft Windows, Xbox, OS X, Linux |
| გამოსვლის თარიღი | 8 ნოემბერი, 2000 |
| ჟანრ(ებ)ი | პირველი პირის მსროლელი |
| რეჟიმ(ებ)ი | მრავალმოთამაშიანი |
| დიზაინერ(ებ)ი |
მინ ლი ჯეს კლაიფი |
| პროგრამისტ(ებ)ი | Minh Le[1] |
| ლიცენზია | freeware |
Counter-Strike (შემოკლ. CS; ინგლ. კონტრშეტევა, საპასუხო-დარტყმა) — ე.წ. "პირველი პირის მსროლელი" (ინგლ. First Person Shooter, FPS) ტიპის კომპიუტერული თამაში (ჟანრი 3D-მსროლელი), რომელიც გამოვიდა 2000 წლის 8 ნოემბერს. იგი არის შექმნილი კომპანია Valve Corporation-ის მიერ. დღემდე თამაშის სხვადასხვა ვერსიები დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. CS უფრო ასოცირდება Valve Corporationის მიერ 1998 წელს გამოშვებულ ამავე ჟანრის ცნობილ თამაშთან "Half-Life", რომელიც უფრო სამეცნიერო-ფანტასტიკური ხასიათისაა. კომპანია Valve-ს მიერ 2000 წელს გამოშვებული Counter Strike-ს 1.5 ვერსიაში გაერთიანებულია როგორც თვით CS და Half-Life, ასევე Valve-ს სხვა თამაშები: "Deathmatch Classic", "Team Fortress" და "Ricochet". ამ თამაშში ტარდება ჩემპიონაეტბიც.
თამაშის პროცესი

მოთამაშეს შეუძლია შეუერთდეს, როგორც ტერორისტების ისევე კონტრ-ტერორისტულ გუნდს ან იყოს დამკვირვებელი. შეუძლია აირჩიოს 4 განსხვავებული ჩაცმულობა(ტერორისტებისთვის სხვაა კონტრ-ტერორისტებისთვის სხვა). რაუნდის დაწყებამდე არის რამდენიმეწამიანი დროის მონაკვეთი იარაღების და სხვა ამუნიციის შესაძენად, ამ დროს მოძრაობა და შეტევა შეუძლებელია. რაუნდის განმავლობაში შესაძლებელია უკან დაბრუნება და სასურველი შეიარაღების ყიდვა ხელახლა. აგრეთვე არსებობს ნეიტრალური ადგილი, სადაც ორივე გუნდის წევრს შეუძლია ყიდვა(დამოკიდებულია რუკის მონაცემებზე). მოთამაშე, რომელიც „მოკვდება“ შემდეგ რაუნდში ძირითადი აღჭურვილობით იქნება, გადარჩენილს უნარჩუნდება შეიარაღება.
თამაშის დროს შესაძლებელია სასურველი სახელისა და ლოგოს (სპრაის) არჩევა. არის მრავალფეროვანი რუკების არჩევანი და საერთო ჩატის ფუნქცია.
კრიტიკოსების შეფასება
გამოსვლის შემდეგ, თამაშმა მიიღო საკმაოდ მაღალი შეფასებები კრიტიკოსებისგან. [2][3][4][5][6] საერთო განხილვების საიტებზე GameRankings-სა და Metacritic-ზე ფლობს 89.20% და 88/100.
| შეფასება | |
|---|---|
| საერთო შეფასება | |
| აგრეგატორი | შეფასება |
| GameRankings | 89.20%[3] |
| Metacritic | 88/100[4] |
| ქულები | |
| წყარო | რეიტინგი |
| Game Revolution | A[5] |
| GameSpot | 8.4/10[6] |
| IGN | 8.9/10[2] |
რესურსები ინტერნეტში
- Steam(ინგლისური) — Steam-ის ოფიციალური საიტი.
- Valve(ინგლისური) — Valve Corporation-ის ოფიციალური საიტი.
- G7 დაარქივებული 2007-01-24 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური) — ფროფესიონალური გუნდების საერთაშორისო ასოციაცია G7 Teams.
სქოლიო
- ↑ MobyGames — 1999.
- ↑ 2.0 2.1 Wolfe, Clayton. (November 22, 2000) Counter-Strike Review. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 25, 2012. ციტირების თარიღი: April 1, 2014.
- ↑ 3.0 3.1 Half-Life: Counter-Strike. GameRankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 8, 2018. ციტირების თარიღი: January 21, 2011.
- ↑ 4.0 4.1 Counter-Strike. Metacritic. ციტირების თარიღი: January 21, 2011.
- ↑ 5.0 5.1 Dodson, Joe. (January 1, 2001) Counter-Strike Review. Game Revolution. ციტირების თარიღი: January 29, 2014.
- ↑ 6.0 6.1 Osborne, Scott. (November 27, 2000) Half-Life: Counter-Strike Review. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 1, 2014. ციტირების თარიღი: April 1, 2014.
| |||||||||||||||||||||||||
Content Disclaimer
Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.
- The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
- There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
- It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
- Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
- Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.