MATE
MATE (ქართ. მატე) — GNOME 2-ზე დაფუძნებული გრაფიკული სივრცე, რომელი�…
|
| |
| წყაროს მოდელი | Open source |
|---|---|
| ლიცენზია | GNU General Public License |
| ოფიციალური საიტი | mate-desktop.org |

MATE (ქართ. მატე) — GNOME 2-ზე დაფუძნებული გრაფიკული სივრცე, რომელიც განკუთვნილია UNIX-ის მსგავსი ოპერაციული სისტემებისთვის. MATE-ს საფუძველი მას შემდეგ ჩაეყარა, რაც GNOME Foundation-მა მიიღო გადაწყვეტილება იმ დროისათვის პოპულარულ GNOME 2-ზე მუშაობა შეეწყვიტა და გადართულიყო რადიკალურად განსხვავებულ GNOME 3 გრაფიკულ სივრცეზე [1]. სახელი MATE მომდინარეობს სამხრეთ ამერიკული მცენარე მატესგან, რომლის ფოთლებიც არგენტინული ჩაის წარმოებაში გამოიყენება. სხვა თავისუფალი პროექტების სახელების მსგავსად (მაგ.: GNU: "GNU is Not Unix!"), MATE ასევე წარმოადგენს რეკურსიულ აკრონიმს: "MATE Advanced Traditional Environment".
ისტორია
GNOME Foundation-მა 2011 წლის 6 აპრილს ოფიციალურად განაცხადა იმის შესახებ რომ ამიერიდან ორგანიზაციის მთავარი ფოკუსი GNOME 3 გრაფიკული სივრცე გახდებოდა [2]. GNOME 3-ის თავდაპირველი არასტაბილურობის და GNOME 2-ის პოპულარობის გამო, თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის თემმა გააკრიტიკა GNOME Foundation-ის ეს გადაწყვეტილება. მაშინდელი მიმომხილველები GNOME 3-ის პერსპექტიულობის მიუხედავად, მის GNOME 2-თან შედარებით მოუწიფრობას აკრიტიკებდნენ [3][4]. მომხმარებელთა ნაწილმა მოუწოდა თემს GNOME 3-ის საპირწონედ გაეგრძელებინა GNOME 2-ის განვითარება [5].
არგენტინელმა მომხმარებელმა Perberos-მა, 2011 წლის 18 ივლისს, Arch Linux-ის ფორუმზე გამოაქვეყნა განცხადება GNOME 2-ზე დაფუძნებული გრაფიკული სივრცის, MATE-ს დაფუძნების შესახებ [6]. MATE სწრაფად გახდა პოპულარული და უკვე 2011 წლის ბოლოსთვის, ლინუქსის გავრცელებული დისტრიბუტივის, Linux Mint-ის მხარდაჭერა მოიპოვა [7]. დღესდღეობით MATE-ს აქვს GTK+ 3-ის სრული მხარდაჭერა. ასევე მოხერხდა ძირითადი GNOME 2 პროგრამების MATE-სთვის განკუთვნილი ანალოგებით ჩანაცვლება.
ჩანაცვლებული პროგრამები
MATE-ს დეველოპერებმა მოახდინეს GNOME-ის საბაზისო პროგრამების განშტოება, და MATE-ს ანალოგების შექმნა. განშტოებულმა პროგრამებმა შეიძინეს ახალი ესპანურენოვანი სახელები:
- Caja (ყუთი) - ფაილების მენეჯერი (Nautilus-ის ანალოგი)
- Pluma (კალამი) - ტექსტის რედაქტორი (Gedit-ის ანალოგი)
- Atril (კათედრა) - დოკუმენტების საჩვენებელი (Evince-ის ანალოგი)
- Engrampa (კავი) - არქივების მენეჯერი (Archive Manager-ის ანალოგი)
- MATE Terminal - ტერმინალის ემულატორი (GNOME Terminal-ის ანალოგი)
- Marco (ჩარჩო) - ფანჯრების მენეჯერი (Metacity-ის ანალოგი)
- Mozo (მიმტანი) - მენიუს რედაქტორი (Alacarte-ის ანალოგი)
გავრცელება
MATE არის რამდენიმე ლინუქსის და BSD დისტრიბუტივის ერთ-ერთი ოფიციალურად მხარდაჭერილი გრაფიკული სივრცე:
- Linux Mint - მე-12 გამოცემიდან
- Linux Mint Debian Edition - 2013 წლის მარტიდან
- GhostBSD - 3.5 გამოცემიდან
- Fedora - მე-18 გამოცემიდან
- Ubuntu MATE - 14.10 გამოცემიდან
MATE ასევე ხელმისაწვდომია რამდენიმე დისტრიბუტივის რეპოზიტორიაში:
- Arch Linux
- Debian
- FreeBSD
- Gentoo
- Kali Linux
- Mageia
- NetBSD
- openSUSE
- PC-BSD
- PCLinuxOS
- ROSA
- Slackware
- Ubuntu
გამოცემის ისტორია
| ვერსია | გამოსვლის თარიღი |
|---|---|
| თავდაპირველი ვერსია | 19 აგვისტო, 2011 |
| 1.2 | 16 აპრილი, 2012 |
| 1.2 | 16 აპრილი, 2012 |
| 1.4 | 30 ივლისი, 2012 |
| 1.6 | 2 აპრილი, 2013 |
| 1.8 | 4 მარტი, 2014 |
| 1.8.1 | 9 სექტემბერი, 2014 |
| 1.8.2 | 13 მარტი, 2015 |
| 1.10 | 11 ივლისი, 2015 |
| 1.12 | 5 ნოემბერი, 2015 |
| 1.14 | 8 აპრილი, 2016 |
| 1.16 | 21 სექტემბერი, 2016 |
| 1.18 | 13 მარტი, 2017 |
| 1.20 | 7 თებერვალი, 2018 |
| 1.22 | 18 მარტი, 2019 |
| 1.24 | 10 თებერვალი, 2020 |
| 1.26 | 3 აგვისტო, 2021 |
რესურსები ინტერნეტში

- ოფიციალური საიტი
- Ubuntu MATE-ს ოფიციალური გვერდი
სქოლიო
- ↑ GNOME 3.0 Has Arrived, GNOME Foundation, 2011-04-06, https://www.gnome.org/news/2011/04/gnome-3-0-has-arrived/. წაკითხვის თარიღი: 2017-04-09
- ↑ Untz, Vincent (2011-04-06), GNOME 3.0 Released, https://mail.gnome.org/archives/devel-announce-list/2011-April/msg00004.html/. წაკითხვის თარიღი: 2017-04-09 დაარქივებული 2017-11-24 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Byfield, Bruce (2012-03-19), GNOME 2 vs. GNOME 3, http://www.datamation.com/open-source/gnome-2-vs.-gnome-3-1.html. წაკითხვის თარიღი: 2017-04-09
- ↑ Paul, Ryan (2011-04-06), A shiny new ornament for your Linux lawn: Ars reviews GNOME 3.0, https://arstechnica.com/information-technology/2011/04/ars-reviews-gnome-30-a-shiny-new-ornament-for-your-linux-lawn/. წაკითხვის თარიღი: 2017-04-09
- ↑ Laishram, Ricky (2011-08-04), Linus Torvalds Ditches GNOME For Xfce, https://digitizor.com/linus-torvalds-ditches-gnome-for-xfce/. წაკითხვის თარიღი: 2017-04-09
- ↑ A Gnome 2 Fork: The MATE Desktop Environment, ingeek, 2011-11-17, https://web.archive.org/web/20140214105804/http://ingeek.com/a-gnome-2-fork-the-mate-desktop-environment. წაკითხვის თარიღი: 2017-04-09
- ↑ Lefebvre, Clem (2011-12-01), Important fix for MATE – Feedback needed, http://blog.linuxmint.com/?p=1901. წაკითხვის თარიღი: 2017-04-09
Content Disclaimer
Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.
- The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
- There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
- It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
- Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
- Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.