MS-DOS
MS-DOS (ინგლ. Microsoft Disk Operating System — დისკური საოპერაციო სისტემა) — კომერციული საოპერაციო სისტემა Microsoft-ისაგან IBM PC-თავსებადი პერსონალური კომპიუტერებისათვის. MS-DOS — ყველაზე გავრცელებული სისტემაა DOS ოჯახიდან. დროთა განმავლობაში იგი შეცვალა Windows 9x და Windows NT სისტემების ოჯახმა.
MS-DOS შეიქმნა 1981 წელს, არსებობს მისი რვა სრული და ოცამდე სუბვერსია. 2000 წელს Microsoft-მა შეწყვიტა მისი განვითარება. ის წარმოადგენდა ამ კომპანიის მთავარ პროდუქტს 15-20 წლის განმავლობაში, რაზეც უამრავი პროგრამა შეიქმნა.
ბოლო მუშა ვერსიაა 6.22, MS-DOS სისტემის ჩამტვირთავად მუშაობს Windows 95-ში (ვერსიები 7.0 და 7.1), Windows 98-ში (ვერსია 7.1) და Windows ME-ში (ვერსია 8.0).
ისტორია

1980 წელს ტიმ პეტერსონმა შექმნა QDOS (ინგლ. Quick-and-Dirty Operating System). მისი მეორე სახელია 86-DOS, რადგან Intel 8086 პროცესორებისთვის იყო განკუთვნილი. ის ჰგავდა CP/M სისტემას, იმ ფაქტის გამოკლებით, რომ განსხვავებული ფაილების სისტემა ჰქონდა. Microsoft-მა მისი ლიცენზია 50000 დოლარად შეიძინა და გადასცა IBM კომპანიას 1980 წელს,ხოლო 1981 წლის ივლისში უკან გამოისყიდა 80000 დოლარად.
პირველი MS-DOS ბევრ შეცდომას შეიცავდა. მათ ასწორებდნენ IBM-ის პროგრამისტები. ამის შედეგად შეიქმნა PC DOS, მოგვიანებით ეს სისტემები გააერთიანეს (მეექვსე ვერსიამდე მათი განსხვავება რთული შესამჩნევია). PC DOS აყენებდნენ IBM-ის ორიგინალურ კომპიტერებზე, ხოლო MS-DOS სხვა მოწყობილობებზე.
ვერსიების ისტორია
| ვერსია | თარიღი | აღწერა |
|---|---|---|
| 1.25 | მარტი 1982 | ერთადერთი დისკშემყვანის მხარდაჭერა 5,25" DS (Double Side) 320 კილობაიტი. FAT12. |
| 2.0 | მარტი 1983 | დაემატა 10 მეგაბაიტამდე ვინჩესტერების მხარდაჭერა. დაემატა კატალოგების მხარდაჭერა (შესაძლებელი გახდა საქაღალდეების შექმნა) და ფაილებზე ოპერაციების რაოდენობა. |
| 3.0 | აგვისტო 1984 | მნიშვნელოვნად შეიცვალა ბირთვი. დაემატა ვინჩესტერის მხარდაჭერა 32 მბ-მდე და მისი გაყოფის შესაძლებლობა (ლოგიკურ და ჩამტვირთავ დისკებად). |
| 3.1 | ნოემბერი 1984 | დაემატა Microsoft-ის ქსელთან მუშაობის უნარი. |
| 3.2 | იანვარი 1986 | ახალი დისკშემყვანების მხარდაჭერა: 3,5" DD 720 მეგაბაიტი. |
| 3.3 | აგვისტო 1987 | ახალი დისკშემყვანების მხარდაჭერა: 3,5" HD (High Density) 1,44 მეგაბაიტი. შესაძლებელი გახდა ვინჩესტერის რამდენიმე ლოგიკურ დისკად გაყოფა. |
| 4.0 | ივნისი 1988 | ექსპერიმენტული ვერსია რომელიც არ გაიყიდა. ვინჩესტერების მხარდაჭერა 2 გეგაბაიტამდე. ფაილების სისტემა: FAT16. განკუთვნილია 8086 პროცესორისთვის, აქვს მეხსიერებასთან მუშაობის პრობლემები. |
| 4.01 | დელემბერი 1988 | ძირითადად გასწორებულია წინა ვერსიის შეცდომები. |
| 5.0 | ივნისი 1991 | მნიშვნელოვნად შეიცვალა ბირთვი. ახალი დისკშემყვანების მხარდაჭერა 3,5" ED 2,88 მეგაბაიტამდე. დაემატა ტექსტური რედაქტორი Edit, პროგრამირების ენა QBASIC, პროგრამა MS-DOS Shell. |
| 6.0 | მარტი 1993 | მნიშვნელოვნად შეიცვალა ბირთვი. დაემატა დისკების კომპრესორი DoubleSpace და დისკების დეფრაგმენტაციის საშუალება. |
| 6.1 | არ გამოსულა | წინა ვერსიების შეცდომების გამოსწორება. |
| 6.2 | ნოემბერი 1993 | წინა ვერსიების შეცდომების გამოსწორება. |
| 6.21 | თებერვალი 1994 | Stac Electronics კომპანიამ უჩივლა Microsoft-ს რის შემდეგაც DoubleSpace პროგრამა ამოღებულ იქნა სისტემიდან. |
| 6.22 | ივნისი 1994 | ახალი დისკების კომპრესორი — DriveSpace. დაემატა კირილიცური შრიფტების მხარდაჭერა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის. |
| 7.0 | აგვისტო 1995 | შევიდა სისტემაში Windows 95. |
| 7.1 | აგვისტო 1996 | გამოვიდა როგორც Windows 95 და Windows 98 სისტემების ნაწილი. დაემატა FAT32 და ვინჩესტერების მხარდაჭერა 127 გეგაბაიტამდე. |
| 8.0 | სექტემბერი 2000 | შედის სისტემებში Windows ME, Windows 2000, Windows XP და Windows Vista. მისი ფუნქციონირება გაუარესდა, ამოიღეს მისი ფუნქციების უმრავლესობა. |
რესურსები ინტერნეტში
Content Disclaimer
Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.
- The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
- There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
- It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
- Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
- Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.