Microsoft Access
| Microsoft Access | |
|---|---|
Microsoft Excel 2013 Windows 8-ზე | |
| მწარმოებელი | Microsoft |
| ოს | Microsoft Windows |
| ჟანრი | მონაცემთა ბაზა |
| ლიცენზია | საცდელი პროგრამა[1] |
| საიტი | Microsoft Access |
Microsoft Office Access — ელექტრონული მონაცემთა ბაზების რელაციური მართვის სისტემა, რომელსაც აწარმოებს კორპორაცია Microsoft. იგი პირველად გამოვიდა 1992 წელს, შედის Microsoft Office-ის პაკეტში. აქვს ფართო გამოყენების ფუნქციები. იყენებს VBA (Visual Basic for Applications) ენას, რომლითაც შესაძლებელი ხდება დაიწეროს Access-ის სივრცეში, მონაცემთა ბაზებთან სამუშაო სხვადასხვა პროგრამა.
პროგრამის აღწერა
Access არის მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის შენახვის, ორგანიზაციის და მოძებნის საშუალება. პროგრამაში მუშაობისას პირველ რიგში უნდა შეიქმნას მონაცემტა ბაზის ფაილი, რომლის ბაზაზე დგინდება გამომავალი ანგარიშგებების ფორმები. მონაცემთა ბაზის შევსება შესაძლებელია როგორც უშუალოდ შეტანით ასევე სპეციალურად შექმნილი ფორმებითაც. მონაცემთა ბაზის ფაილში შენახული ინფორმაცია არის წყარო რომლიდანაც ივსება ანგარიშგების ხელით შექმნილი ფორმები. Ecxel-ისაგან განსხვავებით აქ მინიმუმამდეა დაყვანილი მათემატიკური ფორმულებით სარგებლობა.
შექმნილი მონაცემთა ბაზა შესაძლებელია პარალელურად გამოყენებული იქნას Ecxel-ში მისი შემდგომი ანალიზისათვის.
უკანასკნელ ვერსიებში გამოიყენება ფორმატი OOXML (გაფართოება .accdb). უფრო ადრინდელი ვერსიები იყენებდნენ ბინარულ ფორმატს (გაფართოებით .mdb).
ვერსიები
- 1992: Access 1 Windows 3.0-თვის
- 1993: Access 2.0 Windows 3.1x (Office 4.3)-თვის
- 1995: Access 7 Windows 95 (Office 95)-თვის
- 1997: Access 97 (Office 97)
- 1999: Access 2000 (Office 2000)
- 2001: Access 2002 (Office XP)
- 2003: Access 2003 (Microsoft Office 2003 პროგრამების კომპლექტიდან)
- 2007: Microsoft Office Access 2007 (Microsoft Office 2007 პროგრამების კომპლექტიდან)
- 2010: Microsoft Office Access 2010 (Microsoft Office 2010 პროგრამების კომპლექტიდან)
- 2012: Microsoft Access 2013 (Microsoft Office 2013 პროგრამების კომპლექტიდან)
- 2015: Microsoft Access 2016 (Microsoft Office 2016 პროგრამების კომპლექტიდან)
ლიტერატურა
- ზ. ბაიაშვილი, „საოფისე კომპიუტერული პროგრამები“, თბ., 2011
რესურსები ინტერნეტში

სქოლიო
- ↑ Microsoft Office Access 2013. office.com. CBS Interactive. ციტირების თარიღი: February 7, 2013.
Content Disclaimer
Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.
- The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
- There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
- It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
- Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
- Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.