PC Gamer

PC Gamer — ყოველთვიური ჟურნალი დაარსებული 1993 წელს ქალაქ ბათში, გაე…

PC Gamer
PC Gamer-ის ლოგო, რომელიც გამოიყენება ორივე ვერსიისთვის.

PC Gamer — ყოველთვიური ჟურნალი დაარსებული 1993 წელს ქალაქ ბათში, გაერთიანებული სამეფოში, რომელსაც გამოსცემს კომპანია Future plc. იგი, ძირითადად, ორიენტირებული არის პერსონალურ კომპიუტერულ თამაშებზე. ჟურნალი მოიცავს სიახლეებს ვიდეო თამაშების ინდუსტრიიდან, PC თამაშების პრევიუებსა და მიმოხილვებს, ასევე აპარატულ უზრუნველყოფასთან, მოდებთან და კლასიკურ თამაშებთან დაკავშირებულ თემებს

ჟურნალის აქვს რამდენიმე რეგიონული გამოცემა, ესენია: მალაიზიური, რუსული, ესპანური და შვედური, რომლებსაც, მეტნაკლებად გააჩნიათ საკუთარი მასალები. აშშ-სა და ბრიტანეთის გამოცემები არის ყველაზე მეტად გაყიდვადი ჟურნალები თავიანთ ქვეყნებში.[1][2]

გამოცემები

არსებობს ჟურნალის ორი ძირითადი გამოცემა: ბრიტანული (PC Gamer UK) და ამერიკული (PC Gamer US). ორივე ვერსია გამოიცემა კომპანია Future plc-ის მიერ. ბრიტანული ვერსია დაარსდა 1993 წლის ნოემბერს, ხოლო მისი დაძმობილებული ამერიკული ვერსია - 1994 წლის ივნისს.

არსებობს რამდენიმე რეგიონული გამოცემა, რომლებიც იყენებს ამ ორი ძირითადი გამოცემების მასალებს, მაგალითად, რუსეთი და მალაიზია, რომლებიც იყენებენ ბრიტანული ვერსიის მასალებს, ხოლო შვედური ფესვებს იღებს ამერიკული ვერსიიდან, თუმცა იგი იქცა დამოუკიდებელ ჟურნალად, გამომდინარე იქიდან, რომ შვედეთში PC თამაშები უფრო პოპულარულია ვიდრე კონსოლის თამაშები, რამაც განაპირობა, ის რომ აღნიშნულ ვერსიას გაჩნია საკუთარი მასალები. რაც შეეხება ავსტრალიურ გამოცემას, იგი დაარსდა 1998 წლის აგვისტოს და გამოიცემოდა Conspiracy Publishing-ის მიერ, თუმცა 2004 წლის შუა პერიოდში ჟურნალმა შწყვიტა არსებობა. ასევე არსებობს ესპანური ვერსია სახელწოდებით "PC Juegos y Jugadores".

ორივე ამერიკული და ბრიტანული ჟურნალები გამოიცემა წელიწადში 13-ჯერ (დეკემბრის თვეში ორჯერ).

მიმოხილვის სისტემა

PC Gamer-ი მიმოხილვა იწერება ჟურნალის რედაქტორებისა და თვისუფალი მკითხველების მიერ და განისაზღვრება პროცენტული შკალით. აშშ-ის გამოცემაში, დღემდე, არცერთ თამაშს არ მიუღია 98%-ზე მეტი შეფასება. (Sid Meier's Alpha Centauri, Half-Life 2 დაCrysis), მაშინ როდესაც ბრიტანულ გამოცემას არასდროს, არცერთი თამაშისთვის არ მიუნიჭებია 96%-ზე მეტი. (Kerbal Space Program, Civilization II, Half-Life, Half-Life 2, Minecraft, Spelunky და Quake II

ბრიტანულ ვერსიაში რიცხობრივად ყველაზე დაბალი შეფასება 2% მიიღო თამაშმა Big Brother 1, ამას მოჰყვა გაგრძელება Big Brother 2, რომელმაც ასევე მიიღო დაბალი შეფასება. 225 ნომერში, 2013 წლის აგვისტოს მიმოხილველებმა ვიედო თამაშ Leisure Suit Larry: Magna Cum Laude-ის დაუწერეს 3%. აშშ-ის გამოცემაში ყველაზე დაბალი შეფასება დაფიქსირდა 4%, რომელიც მიიღო Mad Dog McCree.

რესურსები ინტერნეტში

ოფიციალური ვებსაიტი

სქოლიო

  1. PC Gamer. Future plc. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 სექტემბერი 2011. ციტირების თარიღი: 27 September 2007.
  2. PC Gamer Press Kit (PDF). Future plc (12 February 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ოქტომბერი 2007. ციტირების თარიღი: 27 September 2007.

Content Disclaimer

Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.

  1. The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
  2. There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
  3. It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
  4. Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
  5. Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.