RFC

განაცხადი კომენტირებაზე (ინგლ. Request for Comments , RFC) — დოკუმენტი, რომ�…

განაცხადი კომენტირებაზე (ინგლ. Request for Comments , RFC) — დოკუმენტი, რომელსაც აქვეყნებს ინტერნეტის საზოგადოება (ISOC) ან მასთან დაკავშირებული ორგანო, პირველ რიგში, ინტერნეტის საინჟინრო საბჭო (IETF) — ინტერნეტის ტექნიკური შემუშავებისა და სტანდარტიზაციის ძირითადი ორგანოები.

RFC იქმნება ცალკეული პირების ან ინჟინერთა და კომპიუტერულ მეცნიერთა ჯგუფების მიერ მემორანდუმის სახით, რომელშიც აღიწერება მეთოდები, ქცევები კვლევები, ან ინოვაციები, რომლებიც გამოყენებადია ინტერნეტისა და ინტერნეტთან დაკავშირებული სისტემების მუშაობაში. მისი წარმოდგენა ხდება საექსპერტო შეფასებისთვის, ან ახალი კონცეფციების, ინფორმაციის გასაცნობად, ან შემთხვევითი ინჟინრული იუმორისთვის.[1] ზოგიერთ განაცხადს IETF ამტკიცებს ინტერნეტის სტანდარტის სახით. თუმცა, მრავალი RFC არის საინფორმაციო ან ექსპერიმენტული ხასიათის და არის სტანდარტი.[2] სისტემა RFC გამოგონილ იქნა სტივ კროკერის მიერ 1969 წელს, ARPANET-ის შემუშავების პროცესში არაოფიციალური შენიშვნების ჩაწერის გასაიოლებლად. მის შემდეგ, RFC-ები გადაიქცა ინტერნეტის მახასიათებლების, საკომუნიკაციო პროტოკოლების, პროცედურების და მოვლენების ოფიციალურ დოკუმენტაციად.[3] კროკერის თქმით, განაცხადების სისტემა „ინტერნეტის შიდა მუშაობას ფორმას აძლევს და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მის წარმატებაში“, თუმცა გარე საზოგადოებისთვს არც ისე კარგად არის ცნობილი. [4]

RFC იწარმოება გადაწყობის შესაძლებლობის არ მქონე ტექსტის ფორმატში, თუმცა ფორმატის ცვლილებაზე მუშაობა დაწყებულია, რათა დოკუმენტების ოპტიმალურად ნახვა შესაძლებელი იყოს სხვადასხვა ზომის დისპლეის მქონე მოწყობილობებზე.[5]

ინტერნეტის საზოგადოების მიღმა, RFC ჰქვიათ დოკუმენტებს, რომლებსაც აქვეყნებს აშშ-ის ფედერალური მთავრობა, მაგალითად გზატკეცილზე მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაცია.[6]

სქოლიო

  1. Waitzman, David (April 1, 1990), A Standard for the Transmission of IP Datagrams on Avian Carriers, IETF
  2. უიტემა, კრისტიან; პოსტელი, ჯონ; კროკერი, სტივ (აპრილი, 1995), Not All RFCs are Standards, IETF
  3. RFC's, Internet Request For Comments. Livinginternet.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-02. ციტირების თარიღი: 3 აპრილი, 2012.
  4. „Stephen D. Crocker, How the Internet Got Its Rules, The New York Times, 6 აპრილი 2009“. Nytimes.com. 7 აპრილი, 2009. ციტირების თარიღი: April 3, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  5. RFC Format Change FAQ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2026-05-11. ციტირების თარიღი: 2020-09-12
  6. Notice and Request for Comments, აშშ-ის ფედერალური რეესტრი (16 იანვარი, 2018).

Content Disclaimer

Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.

  1. The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
  2. There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
  3. It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
  4. Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
  5. Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.