Scheiße
Scheiße (ალტერნატიული სახელწოდება: Scheisse, Scheibe და Shiza. ქართ. ჯანდაბა) — …
| „Scheiße“ | |
|---|---|
| სიმღერა — ლედი გაგა | |
| ალბომიდან Born This Way | |
| ენა | ინგლისური |
| გამოსვლის თარიღი | 23 მაისი, 2011 |
| ჩაიწერა | 2010, ტურნეს ავტობუში, ევროპაში |
| ჟანრი | საცეკვაო პოპი, ტექნო |
| ხანგრძლივობა | 3:45 |
| ხმისჩამწერი ლეიბლი | Interscope, Streamline, Kon Live |
| ავტორ(ებ)ი | ლედი გაგა, RedOne[1] |
| პროდიუსერი | ლედი გაგა, RedOne |
Scheiße (ალტერნატიული სახელწოდება: Scheisse, Scheibe და Shiza. ქართ. ჯანდაბა) — ამერიკელი პოპ-მომღერალ ლედი გაგას სიმღერა, მისი მეორე სტუდიური ალბომიდან Born This Way (2011). სიმღერა დაწერილია გაგას და RedOne-ის მიერ, რომლებიც ასევე სიმღერის პროდიუსერებიც არიან. სიმღერა ჩაიწერა გაგას მეორე მსოფლიო ტურის The Monster Ball Tour-ის ავტობუსში ევროპის კონცერტების დროს. სიმღერის რემიქსის პრემიერა მოხდა 2011 წლის 19 იანვარს ტერი მაგლერის მოდების ჩვენების დროს პარიზში. გაგამ შემდგომ სიმღერის რეფრენი შეასრულა Germany's Next Topmodel-ზე და iHeartRadio-ს ფესტივალზე.
"Scheiße" არის საცეკვაო პოპ სიმღერა, რომელსაც თან ახლავს მძიმე სინთეზატორი. სიმღერას ასევე გააჩნია სწრაფი ტექნო რიტმი, რომელზეც ევროპული დისკოს გავლენა აღინიშნება. გაგა სიმღერის დასაწყისში საუბრობს გერმანულ ენაზე, სიმღერის სახელიც გერმანულია. სიმღერას აქვს ფემინისტური ტონი, გაგა სიმღერაში საუბრობს ქალთა გაძლიერებაზე. სიმღერამ კრიტიკოსების მხრიდან მიიღო დადებითი შეფასება და მათ ხაზი გაუსვევს გაგას გერმანულ აქცენტს. სიმღერა მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, კანადის, გერმანიის და სამხრეთ კორეის ჩარტში.
სიმღერების სია
Remixes
- Scheiße(DJ White Shadow Mugler) - 9:33
- Scheiße (Guena LG Club Remix) - 5:44
კრედიტები და პერსონალი
- ლედი გაგა – ვოკალისტი, სიმღერების ავტორი და პროდიუსერი
- RedOne – სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, ვოკალის შემსწორებელი, არანჟირება, აუდიო ინჟინერი, მუსიკალური ინსტრუმენტი და პროგრამირება
- ტრევორ მაზი – ვოკალის შემსწორებელი, აუდიო ინჟინერი, აუდიო მიქსი
- ჯინ გრიმალდი – აუდიო მასტერინგი
კრედიტები აღებულია ალბომ Born This Way-ის ბუკლეტიდან.
ჩარტი
| ცარტი (2011) | პოზიცია |
|---|---|
| კანადის ციფრული ცხელი ასეული[2] | 67 |
| გერმანიის სიმღერების ჩარტი[3] | 90 |
| სამხრეთ კორეის სიმღერების ჩარტი[4] | 20 |
| დიდი ბრიტანეთის სინგლების ჩარტი[5] | 136 |
| აშშ, Bubbling Under Hot 100 Singles[6] | 11 |
| აშშ, საცეკვაო/ელექტრონული სიმღერების ჩარტი[7] | 4 |
სქოლიო
- ↑ BMI – Shiza (Legal Title). Broadcast Music Incorporated. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-13. ციტირების თარიღი: 2011-09-09.
- ↑ Canadian Hot Digital Songs: Week Ending June 11, 2011. Billboard. Prometheus Global Media (2011-06-11). ციტირების თარიღი: 2011-07-08.
- ↑ Lady Gaga auf internationalem Siegeszug German. Media Control Charts (2011-06-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-13. ციტირების თარიღი: 2011-09-09.
- ↑ 에 대한 검색결과 입니다 – Digital Comprehensive charts Korean. Gaon Chart. ციტირების თარიღი: 2011-09-07.
- ↑ „The Official UK Singles Chart for the week ending June 1, 2011“. ChartsPlus. Milton Keynes: IQ Ware Ltd.
- ↑ Bubbling Under Hot 100 Singles: Week Ending June 11, 2011. Billboard. Prometheus Global Media (2011-06-11). ციტირების თარიღი: 2011-07-08.
- ↑ Dance/Electronic Digital Songs: Week Ending June 11, 2011. Billboard. Prometheus Global Media (2011-06-11). ციტირების თარიღი: 2011-07-08.
რესურსები ინტერნეტში
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე. |
Content Disclaimer
Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.
- The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
- There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
- It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
- Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
- Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.