Syllable Desktop

Syllable Desktop — უფასო ოპერაციული სისტემა (GPL-ის ლიცენზიით), მრავალპრო�…

Syllable Desktop
Syllable

Syllable 0.6.5
შემქმნელი კრისტიან ვან დელ ვლიეტი, კაი დე ვოსი, რიკ კოდილი, არნო კლენკე, ჰენრიკ ისაკსონი
ოპერაციული
სისტემის ოჯახი
UNIX-ის მსგავსი
სამუშაო მდგომარეობა ალფა
წყაროს მოდელი ღია წყარო
პირველად გამოვიდა 0.4.0 / ივლისი2002; 24 წლის წინ (2002-07)[1]
უკანასკნელი გამოშვება 0.6.7 / 12 აპრილი, 2012; 14 წლის წინ (2012-04-12)
მხარდაჭერილი
პლატფორმები
IA-32
ბირთვის ტიპი ჰიბრიდული
ოფიციალური საიტი syllable.metaproject.frl

Syllable Desktop — უფასო ოპერაციული სისტემა (GPL-ის ლიცენზიით), მრავალპროცესიანი და მრავალსესიიანი, ინტელის x86 ტიპის პროცესორებით აღჭურვილი კომპიუტერებისთვის. იგი დაფუძნებულია AtheOS-ზე.

იგი თითქმის ფლობს POSIX-ის ნორმას და მოჰყვება 64 ბიტიანი ფაილური სისტემა, AFS (Atheos File System, AtheOS-ის ფაილური სისტემა), რომლის შედარება შეიძლება BeOS-ის ფაილურ სისტემასთან, რომელზეც იგი დაფუძნებულია. მისი გრაფიკული გარსი გათვლილია მარტივად მოხმარებაზე.

სხვა სისტემებთან შედარებით, Syllable Desktop-ს ნაკლები თანდართული პროგრამები აქვს, მაგრამ GNU-ს ლიცენზიის მქონე მრავალი პროგრამა ადაპტირებულია. სისტემას გააჩნია ტერმინალი, ინტერნეტ-ბრაუზერი Webster, ელექტრონული ფოსტის კლიენტი (Whisper), მედია-პლეერი, ინტეგრირებული განვითარების გარემო (IDE) და სხვა პროგრამები.

აგრეთვე არსებობს სისტემის LiveCD ვერსია, რომლის გამოყენება შესაძლოა მყარ დისკზე ინსტალირების გარეშე.

ათეოსის პროექტის წინ წასვლა ძალიან შენელდა 2001 წლის დასრულების დროიდან. ისე რომ ბოლოს სულ შეწყდა. ამიტომაც მოყვარულებთა ჯგუფმა, რომლის მეთაურები იყვნენ რიკ კაუდილი (Rick Caudill), ჰენრიკ ისაკსონი (Henrik Isaksson) და კრისტიან ვან დერ ვლიეტი (Kristian Van Der Vliet), გადაწყვიტეს პროქტის გაგრძელება ახალი პროექტის სახელით, რომელიც არის სილაბლი (Syllable). ეს პროექტი მალე პოპულარული გახდა ძველ ათეოსის მომხმარებლების შორის.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Content Disclaimer

Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.

  1. The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
  2. There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
  3. It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
  4. Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
  5. Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.