Tasteit App

Tasteit App — თანამედროვე სოციალური ქსელი საჭმლის მოყვარულებისთვ�…

Tasteit App
Tasteit App
ტიპი სოციალური ქსელი/აპლიკაცია
დაფუძნდა 18 აგვისტო, 2023
დამაარსებელი გიორგი ურუშაძე
თეონა გონგლაძე
ანანო ასპანიძე
პავლე ტაბატაძე
ქეთევან ქვარცხავა
პავლე მგელაძე
სათავო ოფისი თბილისი საქართველოს დროშა საქართველო
მმართველი
გიორგი ურუშაძე (CEO)
საიტი tasteit.me

Tasteit App — თანამედროვე სოციალური ქსელი საჭმლის მოყვარულებისთვის, რომელიც ადამიანებს აკავშირებს კულინარიული გემოვნების მიხედვით.[1]

აპლიკაცია 2023 წლის 18 აგვისტოს გაეშვა საქართველოში, 2024 წლის 10 ივლისს კი გერმანიაში.[2] [3]გაცნობის აპლიკაციებისგან განსხვავებით, Tasteit App-ში მომხმარებელი, ადამიანების ნაცვლად, ათვალიერებს კერძებს. მოწონების შემთხვევაში, აკლიკავს გულის ფორმის ღილაკს, ხოლო არმოწონების შემთხვევაში — მინუს ღილაკს. აპლიკაციაში ადამიანები ერთმანეთს უკავშირდებიან მოწონებული კერძებით და ერთმანეთისთვის შეტყობინების გაგზავნა მხოლოდ ერთი და იმავე კერძის მოწონების შემთხვევაში შეუძლიათ.

Tasteit App არ არის კლასიკური გაცნობის აპლიკაცია, რომელიც ადამიანებს რომანტიკული მიზნებით აკავშირებს, არამედ ეს არის სოციალური ქსელი საჭმლის მოყვარულებისთვის, რომელიც აკავშირებს ერთნაირი კულინარიული გემოვნების მქონე ადამიანებს და ეხმარება მათ Foodmate-ების (ჭამის მეგობარი, პარტნიორი ჭამაში) პოვნაში.

კერძებს აპლიკაციაში კვების ობიექტები განათავსებენ, რომელთაც თავიანთი პროფილები აქვთ — ფოტოებით, აღწერებით, მენიუთი, სხვადასხვა შეთავაზებით.

2024 წლის სექტემბრის მონაცემებით, Tasteit-ს ჰყავს 50 000 აქტიური მომხმარებელი — 40 000 საქართველოში, 10 000 — გერმანიაში.

ისტორია

Tasteit დააფუძნა გერმანიაში მოღვაწე ქართველმა არტ დირექტორმა, გიორგი ურუშაძემ საქართველოში, თბილისში, 2021 წელს. ამას წინ უძღოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტში Shark Tank Georgia მონაწილეობა, სადაც გიორგი ურუშაძემ Tasteit App-ის იდეა ინვესტორებს წარუდგინა და ორი მათგანისგან, ქეთევან ქვარცხავასა და პავლე მგელაძისგან, დაფინანსება მიიღო.[4] სწორედ ამის შემდეგ დაფუძნდა Tasteit და დაიწყო აპლიკაციის შექმნაზე მუშაობა.

2023 წელს Tasteit-მა გაიმარჯვა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000-ლარიან საგრანტო კონკურსში, რამაც აპლიკაციის განვითარების პროცესი დააჩქარა და ხელი შეუწყო გლობალური მარკეტისთვის მზადებას.[5]

2024 წელს Tasteit App-ი შეარჩიეს Early Bird-ის Vision Lab-ის აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობისთვის. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, აპლიკაცია გერმანულ მარკეტზე ჩაეშვა.

ამავე წელს, Tasteit-ს დაემატა Dining რეჟიმი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია, შექმნას ივენთი, ანუ დააანონსოს დასალევად ან საჭმელად წასვლა. სხვა მომხმარებლებს შეუძლიათ, გაუგზავნონ მოთხოვნა ივენთში მონაწილეობაზე. ივენთის შემქმნელი დასალევად ან საჭმელად მიდის იმ ადამიანებთან ერთად, რომელთა მოთხოვნებიც აპლიკაციაში დაადასტურა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Content Disclaimer

Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.

  1. The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
  2. There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
  3. It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
  4. Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
  5. Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.