Victoria II
Victoria II — ვიდეო თამაში გრანდ სტრატეგიის ჟანრში, რომელიც შექმნა �…
| Victoria II | |
|---|---|
|
| |
| დეველოპერ(ებ)ი | Paradox Development Studio |
| გამომცემელი | Paradox Interactive |
| დისტრიბუტორი | Steam |
| სერია | Victoria |
| ძრავა | Clausewitz Engine |
| პლატფორმ(ებ)ი |
Microsoft Windows Mac OS X |
| გამოსვლის თარიღი | 13 აგვისტო, 2013 |
| ჟანრ(ებ)ი | გრანდ სტრატეგია |
| რეჟიმ(ებ)ი |
ერთმოთამაშიანი მრავალმოთმაშიანი |
| რეჟისორ(ებ)ი | თომას იოჰანსონი |
| პროდიუსერ(ებ)ი | იოჰან ანდერსონი |
| დიზაინერ(ებ)ი | იოჰან ანდერსონი |
| მხატვარი |
ჯონას იაკობსონი ფრედრიკ ტოლი |
| კომპოზიტორი | ანდრეას ვალდეტოფტი |
| საიტი | http://www.victoria2.com/ |
Victoria II — ვიდეო თამაში გრანდ სტრატეგიის ჟანრში, რომელიც შექმნა კომპანია Paradox Development Studio-მ და გამოსცა Paradox Interactive-მა. იგი არის რიგით მეორე ნაწილი სერიიდან და 2003 წლის თამაშის Victoria: An Empire Under the Sun-ის გაგრძელება. რელიზი შედგა 2010 წლის აგვისტოს Microsoft Windows-ისთვის, ხოლო Mac OS X-ის ვერსია გამოვიდა იმავე წლის 17 სექტემბერს[1].
თამაშში მოთამაშე მართავს 200 სახელმწიფოდან ერთ-ერთს და პერიოდი მოიცავს 1836-1936 წლებს. მოთამაშის განკარგულებაში იმყოფება რიგი ინსტრუმენტები ეკონომიკის, მეცნიერების, შიდა პოლიტიკის, დიპლომატიის, არმიისა და ფლოტის სამართავად. იგი სხვა არსებული გრანდ სტრატეგიებისგან განსხვავდება იმით, რომ მნიშვნელოვანი აქცენტი გამახვილებული არის შიდა პროცესების დეტალიზაციაზე, რომელიც მიმდინარეობს სახელმწიფოში და ასევე დიპლომატიის სისტემის განვითარებაზე. პირველი ნაწილისგან განსხვავებით Victoria II ნაკლებად დამოკიდებული არის რეალურ ისტორიულ მოვლენებზე და სიუჟეტი არის არასწორხაზოვანი. თუმცა თამაშს ასევე აქვს მრავალი ისტორიული ასპექტი, როგორიცაა ისეთი ადგილების კოლონიზაცია, სადაც იმ დროისთვის არ იყო არანაირი ევროპული ძალაუფლება, როგორიცაა სუბ-საჰარული აფრიკა და ჩრდილოეთ კანადა. Victoria II-ს გააჩნია მრავალმოთამაშიანი რეჟიმის მხარდაჭერა, სადაც მოთამაშეთა მაქსიმალური რაოდენობა 32-ს არ აღემატება[2].
სათამაშო პრესამ საკმაოდ დადებითად მიიღო იგი. საერთო განხილვების საიტებზე, GameRankings-სა და Metacritic-ზე ფლობს 76.17 %-სა[3] და 100-დან 75 ქულას[4] შესაბამისად.
რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური საიტი (ინგლისური)
- ოფიციალური რუსული საიტი დაარქივებული 2012-02-04 საიტზე Wayback Machine.
- თამაშის ოფიციალური ფორუმი (ინგლისური)
სქოლიო
- ↑ Виктория 2 (Victoria 2). Absolute Games. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-31. ციტირების თარიღი: 2011-07-26.
- ↑ Виктория II. Snowball Studios. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-31. ციტირების თარიღი: 2011-07-26.
- ↑ Victoria II for PC Reviews, Ratings, Credits, and More. Metacritic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-31. ციტირების თარიღი: 2011-07-26.
- ↑ Victoria II for PC. Game Rankings. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-31. ციტირების თარიღი: 2011-07-26.
| ||||||||||||||||||||
Content Disclaimer
Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.
- The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
- There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
- It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
- Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
- Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.