Nintendo 2DS
მოყვება 4 გბ SD ბარათი
| Nintendo 2DS | |
|---|---|
|
| |
|
Nintendo 2DS | |
| შემქმნელი | Nintendo |
| პროდუქტის ოჯახი | Nintendo 3DS-ის ოჯახი |
| ტიპი | პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი |
| თაობა | მერვე |
| გამოშვების თარიღი |
12 ოქტომბერი, 2013
|
| თავდაპირველი ფასი | US$129.99/AU$149.95[3] |
| შეწყდა |
იაპ 2019 WW 2020 |
| დაიგზავნა |
კომბინირებულად (მსოფლიოში): 14.43 მილიონი (2019 წლის 31 მარტის მონაცემებით) 2DS: 10.29 მილიონი (2019 წლის 31 მარტის მონაცემებით)[4] New 2DS XL: 4.14 მილიონი (2019 წლის 31 მარტის მონაცემებით)[5] |
| მედია |
ფიზიკური და ციფრული |
| კვება |
1300 mAh ლითიუმ-იონური ბატარეა
|
| პროცესორი | Dual-Core ARM11 MPCore, ერთბირთვიანი ARM9 |
| მეხსიერება | 128 MB FCRAM, 6 MB VRAM |
| მეხსიერების საცავი |
მოყვება 4 გბ SD ბარათი 1 გბ შიდა ფლეშ მეხსიერება |
| მონიტორი |
ზედა: 3.53" LCD @ 400×240 პიქსელი (WQVGA)[6] ქვედა: 3.02" რეზისტული სენსორული ეკრანი LCD @ 320×240 (QVGA)[6] |
| გრაფიკა | DMP PICA200 GPU |
| ხმა | მონოსპიკერი, მიკროფონი |
| კამერა | ერთი მომხმარებლისკენ მიმართული და ორი წინა მხარეს მიმართული VGA კამერა. |
| კავშირი | 2.4 GHz Wi-Fi, ინფრაწითელი გამოსხივება |
| ონლაინ სერვისები |
Nintendo Network (შეწყდა)
|
| ზომა |
სიგანე: 14.4 სმ (5.7 ინჩი)[[6] სიმაღლე: 12.7 სმ (5.0 ინჩი)[6] სისქე: 2.03 სმ (0.80 ინჩი)[6] |
| წონა | 260 გ[6] |
| უკუთავსებადობა | |
| შემდეგი | New Nintendo 2DS XL |
| დაკავშირებული სტატიები | Nintendo 3DS |
| საიტი | nintendo.com/3ds/2ds |
Nintendo 2DS — Nintendo-ს მიერ წარმოებული მერვე თაობის პორტატიული სათამაშო კონსოლი. დაანონსდა 2013 წლის აგვისტოში,[7] ხოლო გამოვიდა ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და ავსტრალიაში 2013 წლის 12 ოქტომბერს. Nintendo 2DS არის Nintendo 3DS-ის საბაზისო მოდელი, რომელსაც იდენტური აპარატურა, მსგავსი ფუნქციონალი და Nintendo DS-ისა და 3DS-ისთვის შექმნილ პროგრამებთან თავსებადობა აქვს, თუმცა, მას არ გააჩნია Nintendo 3DS-ის საფირმო ავტოსტერეოსკოპული 3D ეკრანი და არ იკეცება და ერთიანი ფორმისაა. Nintendo of America-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, რეჯი ფილს-ემემ განაცხადა, რომ 2DS უპირველესად ახალგაზრდა მოთამაშეებზე (მაგალითად, შვიდ წლამდე ასაკის ბავშვებზე) იყო ორიენტირებული, რადგან Nintendo მანამდე ურჩევდა მათ, არ გამოეყენებინათ 3DS-ის 3D ფუნქციონალი თვალის პოტენციური ჯანმრთელობის რისკების გამო.
Nintendo 2DS-მა კრიტიკოსებისგან არაერთგვაროვანი შეფასება მიიიღო. მათ გააკრიტიკეს კონსოლის დიზაინი, რომელიც ზოგმა 3DS-ზე ნაკლებად მიმზიდველად მიიჩნია, მისი დაბალი ხმის ხარისხი და ბატარეის ხანგრძლივობა. თუმცა, 2DS-ის დიზაინი ზოგიერთი კრიტიკოსის მიერ შეფასდა, როგორც 3DS-ზე უფრო გამძლე და კომფორტული სატარებლად, განსაკუთრებით სამიზნე ბაზრისთვის. ზოგიერთმა კრიტიკოსმა განაცხადა, რომ 3D მხარდაჭერის არარსებობა Nintendo-ს მხრიდან იმის აღიარება იყო, რომ ეს კონცეფცია „ხრიკი“ იყო; თუმცა, Nintendo-მ მას შემდეგ განაცხადა, რომ ავტოსტერეოსკოპული 3D მათი სამომავლო გეგმების ნაწილია. Nintendo 2DS-ის წარმოება იაპონიაში 2019 წელს შეწყდა,[8] ხოლო დანარჩენ მსოფლიოში 2020 წელს, Nintendo 3DS-ის ოჯახის სხვა სისტემებთან ერთად.
რესურსები ინტერნეტში
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Nintendo 2DS“ ვიკისაწყობში.- ოფიციალური საიტი
სქოლიო
- ↑ Nintendo Making Pokémon X And Pokémon Y 2DS Bundles For Korea. Siliconera (November 19, 2013). ციტირების თარიღი: November 24, 2013
- ↑ The Nintendo 2DS is coming to Japan in four gorgeous Pokémon-themed colors. Vox Media (December 25, 2015). ციტირების თარიღი: December 26, 2015
- ↑ „Nintendo Announces a New Member to the Nintendo 3DS Family“. Nintendo Australia. August 29, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 24, 2018. ციტირების თარიღი: August 29, 2013.
- ↑ Earnings Release: Fiscal Year Ended March 31, 2019 (April 25, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — October 3, 2019. ციტირების თარიღი: August 22, 2023
- ↑ Earnings Release: Fiscal Year Ended March 31, 2019 (April 25, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — October 3, 2019. ციტირების თარიღი: August 22, 2023
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 Nintendo 3DS family comparison chart. Nintendo of Europe. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 21, 2013. ციტირების თარიღი: August 28, 2013
- ↑ Totilo, Stephen. (August 28, 2013) Introducing... The Nintendo 2DS. No, That's Not a Typo.. Kotaku. Gawker Media.
- ↑ Nintendo Consolidated Results for the Years Ended March 31, 2018 and 2019 (April 25, 2019).
| ||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
Content Disclaimer
Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.
- The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
- There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
- It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
- Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
- Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.