Nintendo Switch 2

Nintendo Switch 2 — მეცხრე თაობის ჰიბრიდული ვიდეო თამაშების კონსოლი, შ�…

Nintendo Switch 2
სახელწოდების გარეშე

  • ზედა: კონსოლი „პორტატიულ რეჟიმში“ მიმაგრებული Joy-Con 2-ით
  • ქვედა: კონსოლი „TV რეჟიმში“ მიმაგრებული Joy-Con 2-ით და დოკირებული
სხვა სახელწოდებები კოდური სახელები: Ounce (Nintendo)
Drake (Nvidia)
შემქმნელი Nintendo
მწარმოებელი Foxconn
ტიპი ვიდეო თამაშების კონსოლი
გამოშვების თარიღი 5 ივნისი, 2025; 14 თვის წინ (2025-06-05)
თავდაპირველი ფასი US$449.99[1][2] / A$699 / CA$629.99[3] / 469.99[4] / £395.99 / ¥49,980[5]
გაიყიდა 19. 86 მილიონი (2026 წლის 31 მარტის მონაცემებით)
მედია Switch სათამაშო ბარათი
Switch 2-ის სათამაშო ბარათი
ციფრული დისტრიბუცია
ოპერაციული სისტემა Nintendo Switch-სისტემური პროგრამული უზრუნველყოფა
კვება 5,220 mAh ლითიუმ-იონური ბატარეა
ხანგრძლივობა: 2–6.5 საათი
სისტემური ჩიპი მორგებული Nvidia Tegra T239 პროცესორი (კოდური სახელი „Drake“)
პროცესორი რვაბირთვიანი ARM Cortex-A78C @ 998 MHz (დიკურებული); 1,101 MHz (დოკირების გარეშე)
მეხსიერება 12 GB LPDDR5X 128-ბიტი @ 6400 MHz (დოკირებული); 4266 MHz (დოკირების გარეშე)
მეხსიერების საცავი 256 GB UFS 3.1
ამოღებადი საცავი microSD Express, 2 TB-მდე
მონიტორი 7.9 ინჩიანი LCD ეკრანი (279 პიქსელი ინჩზე), 1080p 120Hz-მდე HDR10-სა და VRR-ის მხარდაჭერით
დოკირებული: 720p/1080p/1440p 120Hz-მდე, 4K 60Hz-ზე HDMI-ის საშუალებით, HDR10-ით
გრაფიკა 1,536 ამპერზე დაფუძნებული CUDA ბირთვი
დოკირებული: 1,007 MHz, 3.09 TFLOPS
დოკირების გარეშე: 561 MHz, 1.72 TFLOPS
ხმა დოკირების გარეშე: Linear PCM 2.0 არხიანი სტერეო დინამიკები, 3D აუდიო ეფექტები
დოკირებული: Linear PCM 5.1 არხი, 3D აუდიო ეფექტები
შეტანა Joy-Con
Joy-Con 2
Nintendo Switch Pro Controller
Nintendo Switch 2 Pro Controller
მულტიტაჩ სენსორული ეკრანი
მიკროფონი ხმაურის ჩახშობის ტექნოლოგიით
კავშირი Wi-Fi 6
Bluetooth
ყურსასმენის ჯეკი
2 × USB-C
  • Dock
  • 2 × USB 2.0
  • 1 × Gigabit Ethernet
  • 1 × HDMI 2.1
ონლაინ სერვისები Nintendo eShop
Nintendo Switch Online
ზომა 272 × 116 × 13.9 მმ (10.71 × 4.57 × 0.55 ინჩი) Joy-Con 2-ის მიმაგრებით.[6]
წონა 534 გ (18.8 უნცია).[6]
უკუთავსებადობა Nintendo Switch
წინა Nintendo Switch
საიტი nintendo.com/us/gaming-systems/switch-2/

Nintendo Switch 2 — მეცხრე თაობის ჰიბრიდული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი Nintendo-ს მიერ, რომელიც მსოფლიოს უმეტეს რეგიონში 2025 წლის 5 ივნისს გამოვიდა. როგორც ნაწილი მეცხრე თაობის კონსოლებისა და რიგით მეორე კონსოლი სერიიდან, იგი კონკურენციას უწევს Sony-ის PlayStation 5-სა და Microsoft-ის Xbox Series X/S-ს.

ორიგინალი Nintendo Switch-ის მსგავსად, იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც პორტატიული მოწყობილობა, როგორც პლანშეტი, ან როგორც სრულფასოვანი კონსოლი დოკ-სადგურის საშუალებით გარე ეკრანთან მიერთებით. Joy-Con 2 კონტროლერები ფუნქციონირებენს როგორც დამაგრებულ, ისე მოხსნილ მდგომარეობაში. მას ორიგინალ Switch-თან შედარებით უფრო დიდი ზომის თხევადკრისტალური ეკრანი და მეტი შიდა მეხსიერება გააჩნია, აგრეთვე განახლებული გრაფიკა, კონტროლერები და სოციალური ფუნქციები. Switch 2 მხარს უჭერს 1080p რეზოლუციას და 120Hz განახლების სიხშირეს პორტატიულ ან პლანშეტურ რეჟიმში,[7] ხოლო 4K რეზოლუციას 60Hz განახლების სიხშირით დოკ-სდგურში შეერთებისას.

Switch 2 უკუთავსებადია Switch-ის თამაშების უმეტესობასთან, როგორც ფიზიკურად, ისე ციფრულად.[8][9] ზოგიერთი თამაში პირდაპირ არ არის თავსებადი Switch 2-ის აპარატურულ ცვლილებებთან და Joy-Con 2 კონტროლერებთან, მაგრამ მაინც შესაძლებელია მათი თამაში ორიგინალი Switch-ის Joy-Con-ის გამოყენებით, მაგალითად, ისეთი თამაშები, რომლებიც საჭიროებენ ინფრაწითელ ფუნქციონალს.

თამაშები ხელმისაწვდომია ფიზიკური სათამაშო ბარათებისა და Nintendo-ს ციფრული მაღაზია eShop-ის მეშვეობით. ზოგიერთ სათამაშო ბარათს მონაცემები არ აქვს, თუმცა მოთამაშეებს თამაშის კონტენტის ჩამოტვირთვის საშუალებას აძლევს. Switch 2 აგრძელებს Nintendo Switch Online-ის სააბონენტო სერვისის მხარდაჭერას. ეს სერვისი აუცილებელია ზოგიერთი მრავალმოთამაშიანი ვიდეო თამაშისთვის და წვდომას გვაძლევს Nintendo Classics-ის ბიბლიოთეკაზე, რომელიც ძველი კონსოლების ემულირებულ თამაშებს მოიცავს; GameCube-ის თამაშები ექსკლუზიურად Switch 2-ისთვის ხელმისაწვდომია „Expansion Pack“ პაკეტის ფარგლებში.[10] GameChat-ის ფუნქცია მოთამაშეებს საშუალებას აძლევს დისტანციურად ისაუბრონ და გააზიარონ ეკრანები და ვებ-კამერები.

Nintendo-მ Switch 2 2025 წლის 16 იანვარს წარადგინა, ხოლო მისი სრული ტექნიკური მახასიათებლები და გამოშვების დეტალები 2 აპრილს გამჟღავნდა. წინასწარი შეკვეთები რეგიონების უმეტესობაში 5 აპრილს დაიწყო. Switch 2 გააკრიტიკეს მაღალი ფასის გამო, რადგან მისი ფასი Switch-ის ფასს 50%-ით აღემატებოდა,[11] და აგრეთვე ზოგიერთი Nintendo-ს მიერ გამოშვებული თამაშის გაზრდილი ფასის გამო.[11][12]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. „Nintendo Switch 2 Launches June 5 at $449.99, Bringing New Forms of Game Communication to Life“. Business Wire (პრეს-რელიზი). Nintendo. April 2, 2025. ციტირების თარიღი: April 2, 2025.
  2. Nintendo Switch 2 and new "Mario Kart World" game to be released in June en-US (April 2, 2025). ციტირების თარიღი: April 2, 2025
  3. Colley, Mark (3 April 2025). „Nintendo Switch 2 release date and price for Canada revealed, plus Mario Kart World. Here are 4 takeaways“. Toronto Star. ციტირების თარიღი: 6 April 2025.
  4. Middler, Jordan (2 April 2025). „Nintendo has announced the price of the Nintendo Switch 2“. Video Games Chronicle (VGC). ციტირების თარიღი: 6 April 2025.
  5. trans-Nintendo Co., Ltd. Press Release: April 2, 2025 - 'Nintendo Switch 2' to be released on June 6, 2025 ja (April 2, 2025). დაარქივებულია ორიგინალიდან — April 2, 2025. ციტირების თარიღი: 2025-04-02
  6. 6.0 6.1 機能・仕様 | Nintendo Switch 2 ja.
  7. Peters, Jay; Parrish, Ash. Nintendo Switch 2 preorders start April 24th and the price is still $449.99. The Verge (April 18, 2025). ციტირების თარიღი: April 18, 2025.
  8. Bankhurst, Adam. (November 6, 2024) Nintendo Switch 2 Will Officially Be Backward-Compatible With Original Switch Games en. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 6, 2024. ციტირების თარიღი: November 7, 2024
  9. McEvoy, Sophie. Nintendo confirms backward compatibility on Switch 2 (November 6, 2024). დაარქივებულია ორიგინალიდან — November 9, 2024. ციტირების თარიღი: November 6, 2024
  10. Reynolds, Ollie. (2025-04-02) GameCube Games Confirmed For Nintendo Switch Online On Switch 2 en-GB. ციტირების თარიღი: 2025-04-05
  11. 11.0 11.1 Murray, Conor (2 April 2025). „Nintendo Hiked Prices For The Switch 2—And Some Customers Aren't Happy“. Forbes. ციტირების თარიღი: 2 April 2025.
  12. Byrd, Matthew (2 April 2025). „Nintendo Switch 2 Prices Are a Major Red Flag For the Future of Gaming“. Den of Geek. ციტირების თარიღი: 3 April 2025.

Content Disclaimer

Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.

  1. The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
  2. There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
  3. It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
  4. Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
  5. Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.