Casio Loopy
Casio Loopy Casio Loopy (იაპონ. ルーピー რუპი?) — 32 ბიტიანი მეხუთე თაობის სახ�…
| Casio Loopy | |
|---|---|
|
| |
|
| |
| შემქმნელი | Casio |
| ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
| თაობა | მეხუთე თაობა |
| გამოშვების თარიღი |
იაპ 19 ოქტომბერი, 1995 |
| შეწყდა | 1996 |
| მედია | სათამაშო კარტრიჯი |
| პროცესორი | 32 ბიტიანი RISC SH-1 (SH7021) |
| კონტროლერის შეტანა | გეიმპადი, მაუსი |
| წინა | PV-1000 |
Casio Loopy Casio Loopy (იაპონ. ルーピー რუპი?) — 32 ბიტიანი მეხუთე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შემუშავებული კომპანია Casio-ს მიერ მხოლოდ იაპონიაში. სისტემა გაყიდვაში გამოვიდა 1995 წლის 19 ოქტომბერს[1][2][3][4] და ძირითადად გათვლილი იყო სკოლამდელი და სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის.[5][6]. PV-1000-ის შემდეგ წარმოადგენს Casio-ს მიერ წარმოებულ რიგით მეორე და უკანასკნელ კონსოლს.
სისტემა აღჭურვილი იყო RISC-ის SH-1 პროცესორით,[2][3] მარტივი სტანდარტული გეიმპადითა (კონტროლერის მხოლოდ ერთი პორტით) და მაუსით[2], რომლის მხარდაჭერა მხოლოდ ორ თამაშს გააჩნდა.[6] სხვა იმდროინდელი კონსოლებისგან განსხვავებით, არ ჰქონდა მრავალმოთამაშიანი რეჟიმის მხარდაჭერა.[5][6] PV-1000-ისგან განასხვავებდა ჩაშენებული თერმოპრინტერი, რომელსაც შეეძლო თამაშის სკრინშოტების ამობეჭდვა სტიკერებად.[2][3][4][5][6] მსგავსი პრინტერი, (მხოლოდ შავ-თეთრი) სახელწოდებით Game Boy Printer, შემუშავდა 1998 წელს პორტატიულ კონსოლ Game Boy-სთვის. აგრეთვე გაყიდვაში გამოვიდა პერიფერიული მოწყობილობა, Magical Shop Word Processor, სპეციალური ადაპტერი, რისი დახმარებითაც შესაძლებელი იყო DVD დამკვრელის მიერთება კონსოლზე.
კონსოლის თამაშების ბიბლიოთეკა მეტად მწირი იყო, ჯამში 10 ერთეული[2][3] და ყოველი მათგანი იაპონურ ენაზე იყო. გამომდინარე იქიდან, რომ Casio Loopy-ის მომხმარებელთა რიცხვი წარმოადგენდა საშუალო ასაკის გოგონებს, თამაშების უმეტესობა მოიცავდა ტანისამოსის მოზომვასა და კოსმეტიკის დატანებას ვირტუალურ პერსონაჟებზე,[2][3][4][5] აგრეთვე პაემნისა და ცხოვრების სიმულატორის თამაშებს.[6]
სისტემა, მისი წინამორბედის PV-1000-ის მსგავსად კომერციულად წარუმატებელი აღმოჩნდა, გამოსვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 1996 წელს Casio-მ საბოლოოდ შეწყვიტა მისი წარმოება.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- Casio Loopy და მისი თამაშები GameFAQs-ზე
- Casio Loopy UltimateConsoleDatabase-ზე
- Loopy casio loopy old-computers-ზე
- Loopy casio loopy Playright-ზე
- Casio Loopy Rfgeneration-ზე
- FEMICOM Museum's Casio Loopy Collection
სქოლიო
- ↑ ინფორმაცია კონსოლის შესახებ საიტზე GameFAQs
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 ინფორმაცია კონსოლის შესახებ დაარქივებული 2010-11-21 საიტზე Wayback Machine. საიტზე Old-Computers
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 ინფორმაცია კონსოლის შესახებ სიტზე სათამაშო კონსოლების ბიბლიოთეკა
- ↑ 4.0 4.1 4.2 ინფორმაცია კონსოლის შესახებ დაარქივებული 2012-02-10 საიტზე Wayback Machine. საიტზე Play:Right
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 ინფორმაცია კონსოლის შესახებ დაარქივებული 2019-02-17 საიტზე Wayback Machine. საიტზე Ultimate Console Database
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 ინფორმაცია კონსოლის შესახებ საიტზე RF Generation
| |||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
Content Disclaimer
Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.
- The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
- There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
- It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
- Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
- Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.