VC 4000

VC 4000 — 8 ბიტიანი მეორე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შ…

VC 4000
VC 4000

VC 4000 კონტროლერთან ერთად
მწარმოებელი Interton
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეორე თაობა
გამოშვების თარიღი ოქტომბერი1978; 47 წლის წინ (1978-10)
თავდაპირველი ფასი 153 ევრო
შეწყდა 1983; 43 წლის წინ (1983)
მედია სათამაშო კარტრიჯი
პროცესორი Signetics 2650
მეხსიერება 4 კბ RAM
კონტროლერის შეტანა ორი 12 ღილაკიანი კონტროლერი, ორი სამოქმედო ღილაკით და ანალოგური ჩხირით
დაკავშირებული სტატიები 1292 Advanced Programmable Video System

VC 4000 — 8 ბიტიანი მეორე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული გერმანული კომპანია Interton-ის მიერ 1978 წლის ნოემბერში გერმანიაში.[1] ითვლება ამ რეგიონში შექმნილ და გამოცემულ პირველ და უკანასკნელ კოსნოლად, მაგრამ არსებობს უამრავი პროგრამულად თავსებადი სისტემა ბევრ ევროპულ ქვეყანაში.

კონსოლი ჯერ კიდევ 1974 წელს შეიქმნა, მაგრამ გამოიცა ოთხი წლის შემდეგ. მანამდე კომპანია Interton-ს უკვე გამოცემული ჰქონდა „Pong“-ის მაგვარი ლიცენზირებული სისტემები, მაგალითად, როგორიც არის Interton 3001.

VC 4000 გამოიყენებდა Signetics 2650A-ის ცენტრალურ პროცესორს და 4კბ ოპერატიულ მეხსიერებას. თან მოჰყვებოდა 12 ღილაკიანი ორი ცალი კონტროლერი, ხოლო კონსოლზე განთავსებული იყო ოთხი დამატებითი ღილაკი — ჩართვა/გამორთვის, reset-ის (გადატვირთვა), select-ის (არჩევა) და start-ის (დაწყება).[1] ძირითად მედია საშუალებად მოიხმარდა სათამაშო კარტრიჯებს.

დღემდე უცნობია, შექმნა თუ არა კომპანია Interton-მა ეს კონსოლი საკუთარი საავტორო უფლებების ფარგლებში, ან შესაძლოა გაყიდა კიდევაც მისი წარმოების უფლება, მაგრამ ფაქტია, რომ მოაგვიანებით ბევრმა უცხოურმა კომპანიამ შეიმუშავა VC 4000-ის კლონები. მაგალითისთვის, კომპანია Grundig-მა ბრიტანეთში გამოუშვა VC 4000-თან სრულად თავსებადი სისტემა Grundig Superplay Computer 4000,[2] აგრეთვე შეიქმნა Haminex HMG 7900, Radofin 1292, Audiosonic 1292 და სხვა. თუმცა ყველა კონსოლი არ არის ერთმანეთთან თავსებადი კარტრიჯის სლოტის ფორმისა და ზომიდან გამომდინარე, თუმცა პროგრამულად ყველა თავსებადია.[3]

არსებობის ისტორიაში VC 4000-ზე 40 დაგეგმილი თამაშიდან გამოვიდა 37,[4] რომელთა სათაურიც ყოველთვის იწყებოდა „Cassette“-თი და ნომრით,[5] (მაგალითად, Cassette 17 — Circus), ყოველი მათაგანი შექმნა და გამოაქვეყნა Interton-მა.

დღესდღეობით ხელმისაწვდომი არის სხვადასხვა სახის ემულატორები, რისი მეშვეობითაც შესაძლებელია VC 4000-ის თამაშების გაშვება თანამედროვე პერსონალურ კომპიუტერებსა და სათამაშო კონსოლებზე.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 OLD-COMPUTERS.COM: The Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-09. ციტირების თარიღი: 2017-12-03.
  2. Interton VC 4000 დაარქივებული 2017-06-09 საიტზე Wayback Machine. , retrogamingconsoles.com, წაკითხვის თარიღი 4 დეკემბერი, 20017
  3. Interton VC-4000 Console Information. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ივლისი 2012. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი 2017.
  4. Website dedicated to Interton VC 4000
  5. Interton VC4000. ციტირების თარიღი: 26 იანვარი, 2016.

Content Disclaimer

Informasi ini disarikan dari Wikipedia dan disajikan kembali untuk tujuan edukasi. Konten tersedia di bawah lisensi CC BY-SA 3.0. Kami tidak bertanggung jawab atas ketidakakuratan data yang bersumber dari kontribusi publik tersebut.

  1. The information displayed on this website is sourced in part or in whole from Wikipedia and has been adapted for the purpose of restating it. We strive to provide accurate and relevant information, however:
  2. There is no guarantee of absolute accuracy. Wikipedia is an open, collaborative project that can be edited by anyone, so information is subject to change.
  3. It is not intended to constitute professional advice. The content displayed is for informational and educational purposes only. For important decisions (e.g., medical, legal, or financial), please consult a professional.
  4. Content copyright. Wikipedia is licensed under the Creative Commons Attribution-ShareAlike License (CC BY-SA). This means that content may be reused with appropriate attribution and shared under a similar license.
  5. Responsible use. Any risk arising from the use of information from this website is entirely the responsibility of the user.